• რეკლამა
  • კონტაქტი
10:18, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34 % სექსუალური შევიწროების მსხვერპლია” – გაერო

ალია ავტორი - ალია
17:57 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ფოტო – საფარი

სექსუალური შევიწროება სამსახურში – გაერო-ს კვლევების მიხედვით საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34 % სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. 

კვლევის თანახმად, ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი ძირითადად 35 წლამდე ქალები არიან. 

დგინდება ისიც, რომ უმეტესობა უმძიმეს ამბავს მალავს არ ჰყვება და არც გამოძიების იმედი არ აქვს. 

კვლევის თანახმად, ყოველი ხუთი ქალი რესპონდენტიდან და ასევე ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულიდან ორი ამბობდა, რომ მათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოსცადეს. ყოველი მეორე რესპონდენტი კი, ვისაც საჯარო სამსახურში 20, ან მეტი წელი უმუშავია, აღნიშნავდა, რომ საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში სექსუალური შევიწროების ესა თუ ის ფორმა გამოეცადა.

რესპონდენტების დაახლოებით 15%-ის თქმით, სექსუალური შევიწროების, სულ მცირე, ერთი ფორმა მაინც გამოუცდიათ ბოლო 12 თვის განმავლობაში. ქალები და ახალგაზრდა საჯარო მოხელეები უფრო მაღალი ალბათობით ხდებოდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი . ქალი საჯარო მოხელეების დაახლოებით 21%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოუცდია სექსუალური შევიწროება მაშინ, როცა კაცების მხოლოდ 7% აღნიშნავდა იგივეს” – ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარებმა დაადგინეს ისიც, რომ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კომპონენტი ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში უფრო მეტად გავრცელებულია ვერბალური და არავერბალური ფორმის სექსუალური შევიწროება, ვიდრე პირადი სივრცის ფიზიკური დარღვევა.

გამოკითხულთა დაახლოებით 22%-მა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დროს გამოუცდია არასასურველი მიშტერება ან ჩაცინება. 10%-ის თქმით კი ასეთი რამე ბოლო 12 თვის განმავლობაშიც მომხდარა.

როგორც გამოკითხულთა დაახლოებით ერთმა მეხუთედმა მიუთითა, შევიწროების ვერბალური ფორმები გამოუცდია, კერძოდ, აბეზარი კითხვები პირადი ცხოვრების შესახებ და სექსუალური ხასიათის კომენტარები (19%).

შემთხვევათა დაახლოებით სამი მეოთხედის (74%) დროს, რესპონდენტებმა, რომლებმაც სექსუალური შევიწროება გამოსცადეს, შემავიწროებლად კაცი თანამშრომელი დაასახელეს. რესპონდენტთა დაახლოებით ერთმა მეოთხედმა (27%) კი აღნიშნა, რომ შემავიწროებელი ქალი იყო.

ქალ მსხვერპლთა უმეტესობის (91%) შემთხვევაში ადამიანი, რომელმაც სექსუალურად შეავიწროვა, კაცი იყო, ხოლო კაცი რესპონდენტების შემთხვევაში, ვისაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია, დამნაშავედ საწინააღმდეგო სქესის ადამიანი დასახელდა” – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

რესპონდენტთა უმეტესობისთვის, რომლებმაც სექსუალური შევიწროება გამოსცადეს, ბოლო ინციდენტში დამნაშავე მათზე ასაკით უფროსი იყო (56%). ხოლო დაახლოებით 30%-მა აღნიშნა, რომ შემავიწროებელი მათივე ასაკის ან უფრო ახალგაზრდა იყო, ხოლო 14%ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა.

გარდა ამისა, ქალი მსხვერპლების ორი მესამედის (64%) შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების ბოლო ინციდენტში დამნაშავე ასაკით უფროსი იყო. რესპონდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს (26%), ვისაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია, დამნაშავესთან საკუთარი ურთიერთმიმართების დაფიქსირება არ სურდა.

რესპონდენტთა დაახლოებით 40%-მა კი შემავიწროებლად სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებული პირი დაასახელა: 12%-მა უშუალო ხელმძღვანელი, სხვა განყოფილების ხელმძღვანელი, ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 8%-მა გაცილებით მაღალ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომელი დაასახელა:

რესპონდენტები, ძირითადად, ამბობდნენ, რომ, უმეტეს შემთხვევაში, სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავე ხელმძღვანელი პირია, რომელიც, როგორც წესი, კაცია. ექსპერტების აზრით, შემავიწროებლის სქესსა და პოზიციას შორის კავშირი გასაკვირი არ არის, რადგან საჯარო უწყებების უმეტესობაში საშუალო და მაღალი რანგის ხელმძღვანელ პოზიციებს სწორედ კაცები იკავებენ” –  ვკითხულობთ ანგარიშში.

საჯარო მოხელეები დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ და მიესალმებიან სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინების გაკეთებას. რესპონდენტთა უმრავლესობა (94%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო მოხელეს უფლება აქვს, შეატყობინოს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ. დაახლოებით 80% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება ძალადობის შეჩერების ეფექტიანი გზაა.

თუმცა, როგორც მონაცემები აჩვენებს, ეს დამოკიდებულება პრაქტიკაში არ სრულდება და საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.

რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს შეტყობინების განმახორციელებელი საჯარო მოხელის კარიერაზე.

კერძოდ, გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 34% ეთანხმება აზრს, რომ არსებობს რისკი – ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებს, კოლეგები ცუდად დაუწყებენ ყურებას, ხოლო 24%-ის აზრით, სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინებას სამუშაო ადგილზე მტრული გარემოს შექმნა მოჰყვება.

ექსპერტებმა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერვიუებისას აღნიშნეს, რომ ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც კაცები უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგალითად, როგორიცაა ძალოვანი უწყებები, სექსუალური შევიწროების რისკი უფრო მაღალია. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების საფრთხეები ნაკლებია ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებს ქალები იკავებენ.

აღნიშნული კვლევა აღნიშნული კვლევა 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან 2021 წლის თებერვლის დასაწყისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ონლაინ გამოიკითხა, 461 საჯარო მოხელე. ამასთან, ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა ონლაინ გამოკითხვის შედეგად შერჩეული 35 საჯარო მოხელე,

კვლევას სრულად – ბმულზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved