• რეკლამა
  • კონტაქტი
05:29, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:44 11-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

საქართველოს საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს”, წევრების მიერ დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” რეგისტრაცია შეაჩერა. რეესტრის გადაწყვეტილება 25 ნოემბრით თარიღდება და პროცესის შეჩერებას რამდენიმე პუნქტით ხსნის:

“ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.“

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.”

გარდა ამისა, რეესტრი პარტიის დამფუძნებლებს ახსენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყვნენ წარედგინათ: არანაკლებ 1000 კაცის სია სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

დახარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში აღწერილია სხვა გარემოებებიც, რომლის გამოც პარტიის დარეგისტრირება კანონის ნორმებში არ ჯდება:

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;

სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს;

წესდების ორი მუხლი ერთმანეთთან შეუსაბამოა.

ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას რეესტრმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე. მათ 10 დღის ვადა აქვთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის”, ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.

“ალტ-ინფოს” ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია – “კონსერვატიული მოძრაობა” სამოქმედო გეგმის ქვაკუთხედად რუსეთთან მოკავშირეობასა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირებას ასახელებს. 5 ივლისს ქუჩაში გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაზიანებები მიაყენეს. მათი ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები, ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

პარტიის მიზნებად სახელდება საქართველოში “ლიბერალური დიქტატურის” დასრულება და “ქრისტიანული დემოკრატიის” შექმნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის მოვლენებით კვლავ ამაყობენ და აცხადებენ, რომ დაჭერის არ ეშინიათ.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ალტ-ინფოზურა მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved