მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უწყებათაშორისი საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„ჩვენ საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი, დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, ზოგადად შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოში და მსოფლიოში.
ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ სამი კვირა, ეს არის ძალიან კარგი. პირველი ფაზა შეკავების გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად და ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც დაახლებით ერთი-ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, ამას ვეძახი უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას.
მე ვფიქრობ კიდევ უფრ მეტი ყურადღება გვამრთებს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მგრამ აქ აუცილებელია მოქალაქეების პასუხისმგებლობა და სოციალური სიმჭიდროვის განტვირთავა, რაც არის ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, დავრჩეთ სახლებში“
კომენტარები