• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საეთაშორისო ამნისტიის” ანგარიშში საუბარია კარტოგრაფების საქმეზე და 8 ნოემბრის აქციის დაშლაზე

ალია ავტორი - ალია
16:58 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებულმა ზომებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უკვე არსებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და უთანასწორობის საკითხები კიდევ უფრო გააღრმავა. ორგანიზაცია ამბობს, რომ მთავრობების ნაწილი კრიზის იყენებს „როგორც ფასადს ძალაუფლების მოსაპოვებლად, თავისუფლების შესაზღუდად და ადამიანის უფლებების ვალდებულებების იგნორირებისთვის მიზეზად“.

მთავრობების პასუხი კოვიდ-19ზე „აჩვენებს გარიყვის, უთანასწორობის და სახელმწიფო გადაცდომების ადამიანურ საფასურს“, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგრიშში.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ქვეყნების უმეტესობამ, პანდემიის გამო და კოვიდ-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით გარკვეული შეზღუდვები დააწესა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გადაადგილების, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეზღუდა.

ე.წ. „ლოქდაუნის“ ანუ ჩაკეტვის შედეგად არაპროპორციულად დაზარალდნენ მოწყვლადი ინდივიდები და ჯგუფები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა უკანონოდ გამოიყენეს ძალა, სხვა დარღვევებთან ერთად, მათ შორის საქართველოშიც.

ანგარიშში საქართველოზე საუბრისას აღნიშნულია „კარტოგრაფების საქმე“ და 8 ნოემბერს “ცესკოსთან” გამართული აქციისას ძალის გამოყენება.

„[საქართველოში] ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გარშემო შეშფოთების გამოთქმას. ოქტომბერში, ორი კარტოგრაფი, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობდნენ დააკავეს და ბრალად წაუყენეს ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის დარღვევა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ მათ არასწორი რუკა გამოიყენეს და საქართველო აზერბაიჯანის ტერიტორიის გადაცემის რისკის ქვეშ დააყენეს. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, რომ საქმე შეთხზული იყო და მისი მიზანი დღევანდელი ოპოზიციისთვის პოლიტიკური დარტყმის მიყენებაა, რომელიც საზღვარზე მოლაპარაკებების დროს ხელისუფლებაში იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

არჩევნების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დემონსტრაციის დარბევაზე საუბრისას კი ორგანიზაცია ამბობს, რომ „8 ნოემბერს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი არაპროპორციულად და განურჩევლად მთლიანობაში მშვიდობიანი ოპოზიციის მხარდამჭერი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ცალკეული პირები ეცადნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესვლას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია საკუთარ ანგარიშში ასევე საუბრობს შრომის სტანდარტების სიმწირეზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაკავებასა და გადაადგილების შეზღუდვაზე.

ანგარიშში კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ხშირად აქვს ადგილი სასამართლო სისტემაზე ზეწოლას, ჟურნალისტების თავისუფლების და ადამიანის უფლებების შეზღუდვას.

წყარო – ამერიკის ხმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved