• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საეჭვოა ეფექტური წამალი გამოჩნდეს… რჩება ერთი იმედი” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
13:31 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

“კოვიდ 19 იმდენად რთული კლინიკური მიმდინარეობის ვირუსი გამოდგა, რომ საეჭვოა რაიმე ეფექტური წამალი გამოჩნდეს ახლო მომავალში, თუ საერთოდ. ვაქცინის დამზადება ისეთი დამკვრელური ტემპებით მიდის, რამდენად უსაფრთხო იქნება, ეგეც ძნელი სათქმელია. დროთა განმავლობაში ცხადია დაიხვეწება, მაგრამ ლოგიკურად მასაც იგივე ეფექტურობის კოეფიციენტი ექნება, როგორიც გრიპის ვაქცინას, რაც დაახლოებით 40 %-ია.

არადა, თუ რაიმე მკვეთრი დასაყრდენი იარაღი არ გამოჩნდა, დაშინებული მსოფლიო საოცარ ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება. წამლისა და ვაქცინის შექმნის პროცესიც და ეპიდემიოლოგიური პრევენციების გატარებაც მთავრობების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არ არსებობს მთავრობა, რომელიც სრულყოფილად მოახერხებს გაურკვეველი ვადით ლოდინის პერიოდში ხალხის ნორმალური არსებობის უზრუნველყოფას.

ამიტომ საბოლოოდ ეს ხალხი დიდი ალბათობით გამოვა სამთავრობო კონტროლიდან და ვირუსის საფრთხეს ფეხებზე დაიკიდებს. ყველაზე დიდი ხნით კონტროლი პოლიციურ და ავტორიტარულ ქვეყნებში შენარჩუნდება;

დემოკრატიულ ქვეყნებში კი პროცესი სხვადასხვა სახის იქნება. მაღალი სამოქალაქო შეგნების, ტრადიციულად დისციპლინირებულ სოციუმებში მთავრობა და საზოგადოება სრულ ჰარმონიაში იქნება და ერთმანეთის დამუნათებას არ დაიწყებენ; ჭრელ, არაერთგვაროვან საზოგადოებაში კი წავა საშიში პოლიტიკური თამაშები.

რაც შეეხება კოვიდთან თანაცხოვრებას, ეს სისულელეა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ოპერაციების კეთებას ისევ ვაგრძელებთ და არსებული პროტოკოლების მიხედვით ყველა პაციენტს პოტენციურად დავირუსებულად მივიჩნევთ. შესაბამისად მძიმე აღჭურვილობით, სკაფანდრებითა და ნიღბებით გვიწევს მუშაობა საოპერაციოებში, რაც უსაშველოდ არაკომფორტული და დამღლელია. ამასთან შეგუება უბრალოდ შეუძლებელია. ადამიანებს სუნთქვა უჭირთ დღის ბოლოს, იმხელა ძალისხმევას ანდომებენ ნიღაბით მუშაობას.

მიკვირს რატომ არ მუშაობენ ინტენსიურად იმის გასარკვევად, თუ რა ეთნიკურ ჯგუფებში ჩაიარა ვირუსმა შედარებით მსუბუქად. ამის გარკვევას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა. და ბოლოს რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს; ამის ალბათობაც არსებობს…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved