• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საელჩოს სურვილი, საქართველოში მეორე ფრონტი გაჩაღდეს, იმდენად ძლიერია…” – ე.წ. ოთხეულის განცხადება

ალია ავტორი - ალია
20:26 09-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის, ე.წ. ოთხე­უ­ლის სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ს უცვლელად გთავაზობთ : 

“გუ­შინ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა – „ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის მო­მენ­ტი­დან, ამე­რი­კულ­მა მხა­რემ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი პა­კე­ტი შეს­თა­ვა­ზაო“. მისი თქმით, ეს დახ­მა­რე­ბა, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნელ მფრი­ნა­ვებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ვა­შა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის მთა­ვარ მე­ქა­ნიზ­მად ე.წ. „ლენდლი­ზი“ და­ა­სა­ხე­ლა. უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლით­ზე, კარ­გად ვი­ცით, რომ „ლენდლი­ზის“ დამ­ტკი­ცე­ბა­სა და ამოქ­მე­დე­ბას რამ­დე­ნი­მე თვე სჭირ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს რომ „ლენდლი­ზის“ ინი­ცი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, რუ­სეთს საკ­მა­რი­სი დრო ექ­ნე­ბო­და, რათა სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ოკუ­პა­ცია ამე­რი­კი­დან და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის შე­მოს­ვლამ­დე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, მა­ნამ­დე კი, ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს რუ­სე­თის არ­მი­ას­თან უთა­ნას­წო­რო და­პი­რის­პი­რე­ბა ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სით მო­უ­წევ­დათ.

ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბა ფარ­თოდ აი­ტა­ცეს გიგა ბო­კე­რი­ამ, შოთა უტი­აშ­ვილ­მა, ბაჩო დო­ლი­ძემ და ნაც­მოძ­რა­ო­ბის კუთ­ვნილ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა. მათ სხვა­დას­ხვა ფორ­მით, პრაქ­ტი­კუ­ლად, და­ა­დას­ტუ­რეს ვა­შა­ძის ინ­ფორ­მა­ცია და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის არ­გა­და­ცე­მი­სა და ამე­რი­კი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბის არ­მი­ღე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს.

ბავ­შვის­თვი­საც კი ცხა­დია, თუ რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რო­გორც უკ­რა­ი­ნის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­და­ცე­მა, ისე ამე­რი­კი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამით ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იქ­მნე­ბო­და სა­ბა­ბი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სა და მე­ო­რე ფრონ­ტის­თვის, რის გარ­შე­მოც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას თე­ბერ­ვალ-მარ­ტში ღია კამ­პა­ნია ჰქონ­და გაშ­ლი­ლი.

აქ მთა­ვა­რი ის არ არის, მარ­თა­ლია თუ არა ვა­შა­ძის, ბო­კე­რი­ას, უტი­აშ­ვი­ლის, დო­ლი­ძი­სა და სხვე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ამ ადა­მი­ა­ნებს ტყუ­ი­ლი ბევ­რჯერ უკად­რი­ათ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ამ კუ­თხით, თავს არც ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ზო­გავ­დნენ. აქ მთა­ვა­რი ისაა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვა­ლე­ბის გა­რე­შე არ­ცერთ გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი ის გი­ორ­გი ვა­შა­ძეა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, „უფ­ლე­ბა მის­ცეს“, ვა­შინგტო­ნი­დან ამე­რი­კის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­თა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბით და­მუქ­რე­ბო­და. ჩვენ რამ­დენ­ჯერ­მე ვთხო­ვეთ ამე­რი­კის ელჩს, ვა­შა­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას გა­მი­ჯვნო­და, თუმ­ცა, ყო­ველ ჯერ­ზე პა­სუ­ხად დუ­მი­ლი მი­ვი­ღეთ.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ისაა, თუ რაში დას­ჭირ­და სა­ელ­ჩოს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეთ­ქმე­ვი­ნე­ბი­ნა, რომ ამე­რი­კა ჩვენს ქვე­ყა­ნას და­მან­გრე­ვე­ლი მე­ო­რე ფრონ­ტის­თვის ამ­ზა­დებ­და.

ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ელ­ჩო ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ომზე და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა, რა­ზეც ღიად ზრუნ­ვა მათ ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ი­წყეს. თუმ­ცა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ეს შე­დე­გი ვერ მი­ი­ღეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია მო­სინ­ჯეს. სა­ელ­ჩომ ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბით თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, გი­გა­უ­რის, ლომ­ჯა­რი­ას, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, ილ­ვე­სის, პო­დო­ლი­ა­კის, და­ნი­ლო­ვის და სხვა­თა პი­რით არა­ერ­თხელ სცა­და, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­ო­რე ფრონ­ტის იდეა მო­ემ­წი­ფე­ბი­ნა. თუმ­ცა, რო­გორც კი და­ი­ნა­ხეს, რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რუ­სეთ­თან ომს მშვი­დო­ბა და ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა არ­ჩია, კამ­პა­ნია მა­შინ­ვე შე­წყვი­ტეს და პი­რი­ქით, სა­ყო­ველ­თაო თა­ვის მარ­თლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, არც ჩვენ და არც ჩვენს ქარ­თველ თა­ნამ­შრომ­ლებს მე­ო­რე ფრონ­ტი არ გვინ­დაო.

თუმ­ცა, ახლა, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ ფრონტზე წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია, რო­გორც ჩანს, სა­ელ­ჩომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის ხე­ლახ­ლა გა­ტესტვა გა­და­წყვი­ტა. თუ სა­ელ­ჩო და­ი­ნა­ხავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია საკ­მა­რი­სად მძაფ­რი არაა, მე­ო­რე ფრონ­ტის კამ­პა­ნი­ას ხე­ლახ­ლა აქ­ტი­უ­რად წა­მო­ი­წყებს და ამ კამ­პა­ნი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც კი ღიად ჩა­ერ­თოს. სა­ელ­ჩოს სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტი გა­ჩაღ­დეს, აშ­კა­რად იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ მათ კარ­ტე­ბის ხე­ლახ­ლა გახ­სნა და­ი­წყეს და ამ თე­მა­ზე მათი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფა­ვო­რი­ტე­ბი აა­ლა­პა­რა­კეს.

რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის საფრ­თხე ჯერ კი­დევ გა­დავ­ლი­ლი არაა და რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ, რათა შეც­დო­მა არ და­უშ­ვან და ეს საფრ­თხე სა­ბო­ლო­ოდ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

და­სას­რულს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც მო­ვუ­წო­დებთ ამე­რი­კის ელჩს, გა­მო­ვი­დეს და სა­ჯა­როდ უარ­ყოს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტის­თვის ამ­ზა­დებ­და. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა სრუ­ლი უფ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სი­ნამ­დვი­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და სა­ელ­ჩოს თა­ვის მარ­თლე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი არ უნდა, ფარ­სი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის თვა­ლის ახ­ვე­ვის მცდე­ლო­ბაა.”

თეგები: განცხადებაოცნებიდან გასული დეპუტატები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved