• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სადღაც ორღობეში შიდა “დაკადაკა” – რა უნდა იყოს დღის მთავარი თემა? – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:48 06-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
სალომე ზურაბიშვილი
Facebook-ზე გაზიარება
1,542

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკადაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე,უმნიშვნელოვანესი საკითხები!
დღეს ელენე ხოშტარიას სჭირდება ჩვენი ყურადღებაც და სოლიდარობაც , განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავად არ ითხოვს ხელისუფლებად წოდებულთაგან წყალობას და სწორედ ამ და ასეთი შეუპოვრობით ელენე გახდა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ძლიერი სახე, სინდისის პატიმრების, მზია ამაღლობელის და რუსთაველის მცვლელების გვერდით.
დღეს თბილისში ჩამოსულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია და მათ უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ელენეს, გიორგი ჩიკვაიძეს, მზიასი,ანასტასია ზინოვკინას და სხვების ჯანმრთელობაზე და პატიმრობის პირობებზე.
დღეს საქართველოს მომავალი ასევე წყდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ: ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან დღეს და ხვალ და განიხილავენ ახალ დახმარებას უკრაინისათვის, რაზედაც გუშინ დიდმა შვიდეულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველა ვხდებით, რომ უკრაინა იგებს და პუტინი ყოველდღიურად სუსტდება ბრძოლის ველზე, საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე.
ხვალ ხელი მოეწერება ამერიკის და ირანის მემორანდუმს და მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილ იქნება ამ შეთანხმების შინაარსის დეტალურ განხილვაზე.
ამ ორ უმნიშნელოვანეს საკითხთა მიღმა უცნობია ევროპული საბჭო რამდენად მოიცლის საქართველოს საკითხის განსახილველად, რაზედაც ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს.
თუმცა ნიშნები გაჩნდა, რომ რეჟიმს ეშინია: მხოლოდ რუსეთის იმედზე ყოფნაც აღარაა სანუგეშო. უნგრეთის ფაქტორის მოხსნის შემდეგ კი ევროპული ქმედითი გადაწყვეტილებების შიში გაუჩდა.
ამიტომ ეს მორცხვი ნაბიჯები რაც ბოლოს ვიხილეთ: ლუქსემბურგიო, სამხარაძეო, ხათუნა თორთლაძეო … ამ დროს ევროკავშირს საკუთარი პირობები უკვე დაყენებული აქვს დიალოგის აღდგენაზე თუ ფიქრობთო.
ამერიკის მხრიდანაც იგივე გვითხრა რუბიომ!
მოკლედ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ძვრებია და ჩვენ ამის გარჩევის, გაგებისა და ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბების მაგივრად ვმჯელობთ სადღაც ორღობეში მომხდარზე !

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved