პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებით თუ არა პრემიერი 20 ივნისის თავზე, უპასუხა:
„დიახ ვიქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული. მე მინდა მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ იმუნიტეტი შემძინეთ, იმდენჯერ არის ეს კითხვა უკვე დასმული, რეაქცია არ მაქვს.
ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“
კომენტარები