• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად იყრის კენჭს სანდრა რულოვსი? – როგორ გადანაწილდებიან კანდიდატები?

ალია ავტორი - ალია
18:06 02-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე „ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა ექსკლუზიურად განუცხადეს, თბილისში არსებული 22 ოლქიდან 8 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იქნება, ხოლო 14 ოლქი დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს შორის გადანაწილდება.

ამასთან, „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერის კანდიდატურა უკვე დასახელებულია და მათზე მსჯელობა მიმდინარეობს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად, შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი წარადგინონ, ზუგდიდში კი ოპოზიციის რიგებიდან კენჭი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სანდრა რულოვსმა იყაროს. ამავე დროს, დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატად,„ლეიბორისტული პარტიიდან“ წარმომადგენელი მოიაზრება, მცხეთაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილება. ხონის მუნიციპალიტეტში მოიაზრება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის წარდგენა.

რაც შეეხება დედაქალაქს, არ არის გამორიცხული, მთაწმინდის რაიონში ოპოზიციამ შალვა შავგულიძის კანდიდატურა დააყენოს, ხოლო კრწანისში – ალეკო ელისაშვილის.

სააგენტოს ინფორმაციით, ვაკეში კანდიდატურის დაყენებას ოპოზიცია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სთავაზობს, თუკი პარტია გადაწყვეტს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს ან „ლელოსთან“ მიმართებაში განიხილება მეორე ვარიანტი – მამუკა ხაზარაძემ იყაროს კენჭი ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში.

„გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტიიდან ერთი ლიდერი მაინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში არსებულ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. გადანაწილება პარტიების პოლიტიკური წონის, სხვადასხვა გამოკითხვაში დაფიქსირებული რეიტინგისა და ბოლო არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით მოხდა. დედაქალაქში რომელი ოლქი რომელ პარტიას ერგება, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც პარტიულ რეიტინგზე, ასევე კონკრეტული პერსონებისადმი საზოგადოების სიმპათიებზე. ამავე პრინციპით მოხდება ოლქების განაწილება რეგიონებშიც“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და არცერთ ოლქთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved