• რეკლამა
  • კონტაქტი
04:31, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად იდექით მაშინ ჩემო „რევოლუციონერო“ კოლეგებო? ფოტოზე ბექა სივსივაძეა, წესით, ნიკა გვარამიას ნანახი უნდა ჰქონდეს ეს ფოტო” – ზაირა მიქატაძე

ალია ავტორი - ალია
17:36 07-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

ზაირა მიქატაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

პირადად მე, პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და შემდეგ, როგორც ჟურნალისტი, ვგმობ 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს. მაგრამ აქვე ვემიჯნები უცნაურ ფორმებში გამოხატულ მათ პროტესტს, რადგანაც ვთვლი, რომ მანკიერების წინააღმდეგ ხმა შერჩევით, შენი მდგომარეობის მიხედვით არ უნდა აიმაღლო. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავახსენო მათ და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა თანამოაზრეებად გვევლინებიან, 2011 წლის 26 მაისს, „სახალხო კრების“ აქციის გაშუქების დროს 18 ჟურნალისტის ცემის ფაქტი.

5 ივლისისგან განსხვავებით, ისინი ხელისუფლებისგან იყვნენ გალახულები და არა უმართავი და გაყიდული ბრბოს მიერ. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც მთავრობის გადადგომას ითხოვ (ისე, ეს რა ჟურნალისტის საკეთებელი საქმეა?!), დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგამტვრია ცხვირ-პირი და ვინ შეგიშალა ხელი ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში.

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებს შორის იყვნენ თამაზ კუპრეიშვილი “ნეტგაზეთიდან”, დარეჯან პაატაშვილი “ინტერპრესნიუსიდან”, ნატო გოგელია “გურია ნიუსიდან”, ზაირა მიქატაძე “რეზონანსიდან”, დავით მჭედლიძე „Media.ge-დან”, დიანა ხოფერია რადიო “ობიექტივიდან”, ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი “ასავალ-დასავალიდან.” ასევე, პოლიციამ კამერები ჩამოართვა “პალიტრა TV”-ს ჟურნალისტს ავთანდილ სურმავას, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს თამაზ კუპრეიშვილს და ნესტან ცეცხლაძეს.

მანამდე იყო ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის სამარცხვინო ფაქტი. ყველასთვის ცნობილია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიჭრა შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) სპეცდანიშნულების რაზმი. სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა სოდ-ის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა.

სპეცრაზმელებმა იატაკზე დაყარეს ტელევიზიის თანამშრომლები, მათ შორის ჟურნალისტებიც, ზოგი კედელზე მიაყუდეს და როგორც ტყვეებს, ხელები ააწევინეს. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მათ ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი შენობიდან გამოაძევეს და შენობის გარეთ რეზინის ტყვიები დაუშინეს. ასევე, შეიჭრნენ სააპარატოში, სტუდიაში და საბოლოოდ, საერთოდ გათიშეს ეთერი. დააზიანეს საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი.

ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის, უმრავლესობა – „იმედის“ ჟურნალისტი. ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა კი 3 158 307 ლარი შეადგინა.

ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ერეკლე კოდუას მეუღლე გახლდათ მედიადამცველების ერთ-ერთი „მედროშე“, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც არათუ პროტესტი გაუჩნდა მომხდარის გამო, სიამტკბილობით ცხოვრებას განაგრძობდა საყვარელ ქმართან. მეორე „მედროშე“ – გაჟურნალისტებული პროკურორი, ნიკა გვარამია კი გახლდათ გენერალური პროკურორის მოადგილე. ანუ იმ უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც, გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არც მე და არც დანარჩენი 17 ჟურნალისტი დაზარალებულად არ ვუცნივართ.

დანარჩენ „მედროშეებზე“ აღარაფერს ვამბობ. პირადად მე, მათი წივილ-კივილი არც ქუჩიდან გამიგია და არც სტუდიებიდან. გამოდის, რომ მათთვის თავისუფალი სიტყვაც შერჩევით ყოფილა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის გამო რევოლუციამდე მისული გაბრაზებაც.

ცუდია ის, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ უფრო ცუდია ის, როცა თავად ხელისუფლება ასწორებს მიწასთან მედიის უსაფრთხოებას. რაოდენ განსაცვიფრებელიც არ უნდა იყოს, ახლა მედიას სწორედ მოძალადე ხელისუფლებაში ნამყოფი ხლხი იცავს.

არ ვიცი, სად იდექით მაშინ და რატომ ჩაიგუბეთ პირში წყალი, ჩემო „რევოლუციონერო“ კოლეგებო, მაგრამ ვიცი ის, რომ არც ნიკა გვარამიას ცრემლების უნდა მჯეროდეს, არც ნინო ბურჯანაძის, არც ნანუკა ჟორჟოლიანის და არც ბევრი თქვენგანის.

პ.ს. ფოტოზე ბექა სივსივაძის ზურგია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუცხრილა. წესით, ნიკა გვარამიას თავის დროზე ნანახი უნდა ჰქონდეს ეს ფოტო. საინტერესოა, მაშინ რატომ არ დაგვამახსოვრა თავი ცრემლების ღვარღვარით?! გარდა ამისა სხვა კითხვებიც არსებობს, რომელთა პასუხისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved