ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
კახა კალაძის განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე კომპეტენტურად ვერ შევაფასებ. ადამიანი სულ სხვა სფეროდან არის და ამაში გასაკვირი არც არაფერია. სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის უწყება, სახელმწიფო ინსტიტუტი, მინისტრი, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას, რომელიც კალაძის გუნდის წევრი იყო რამდენიმე წლის წინ, სავარაუდოდ, დაავიწყდა იმის თქმა, რომ კახა კალაძე, გარდა იმისა, რომ თბილისის მერია, არის მმართველი გუნდის გენერალური მდივანი და მან აღნიშნული განცხადება სწორედ გუნდის, მეტიც, ხელისუფლების სახელით გააკეთა.
“პოზიტიურად ვაფასებთ” – კალაძე განცხადებაზე, სადაც 3 მეზობელი სახელმწიფოს შერიგებაზეა საუბარი
კომენტარები