• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს თავისი დრო დაუდგა, ნიჭიერია, იცის ადამიანების დათრგუნვა, მისი ლექსიკაა, „დაჩმორება“, „გაბანძება“, „აჩმორებდა“ ხალხს” – ხაბურძანია

ალია ავტორი - ალია
00:52 10-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია, ჟურნალ “თბილისელებთან” ამბობს:

პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალსაც და შევარდნაძე შეიძლება ითქვას, საკმაოდ იღბლიანი პოლიტიკოსი იყო იმითაც, რომ მოესწრო თავისი პირადი ოპონენტის დაცემას. ვერ დავარქმევ მტერს, ვინაიდან სააკაშვილი იყო შევარდნაძის პირადი სასჯელი, ვინაიდან თვითონაც ქმნიდა მას და თავისსავე ქმნილებამ გამოუყვანა წირვა. მაშინ საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ჩემი ტელეფონით ხდებოდა ეს პროცესები. რა თქმა უნდა, ჟვანიამაც გარკვეული როლი შეასრულა, მაგრამ ის მეტად მშვიდი და სისხლის ნაკლებად მოყვარული კაცი იყო, ვიდრე სააკაშვილი, მათი შედარებაც არ შეიძლება. ჟვანიამ დაიწყო ეს პროცესი და, საერთოდაც, ჟვანიამ მოიყვანა სააკაშვილი. სწორედ ჟვანიას მეშვეობით გახდა სააკაშვილი დეპუტატი 1995 წლის მოწვევის პარლამენტში და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც.

შევარდნაძე ნიჭიერი კაცი იყო და მისი ნიჭიერება იმ პერიოდის პოლიტიკაში დაფასდა, თუმცა არ ვიცი, დღეს რამდენად ივარგებდა მისი ნიჭი. დღეს სახურავზე მორბენალი სააკაშვილის დროა.

წარმოიდგინეთ, შევარდნაძეს რომ სახურავზე ერბინა და კონტეინერით შესულიყო, მაგალითად, სოხუმში, ასეთ შევარდნაძეს ვინმე დაელაპარაკებოდა მის გარშემო?! დღეს ასეთ სააკაშვილს ციხესთან ელის 5 000 კაცი და ხმას აძლევს 500 000.

სააკაშვილს თავისი დრო დაუდგა. დღეს მისი ტიპის ფიგურების დროა, პოპულიზმის, სიშლეგის. რა თქმა უნდა, ისიც ნიჭიერი კაცია, იცის ენები და ადამიანების დათრგუნვა. მე, მაგალითად, მახსოვს მისგან დათრგუნული ადეიშვილი და სულაქველიძე, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე. ადეიშვილი რომ წარადგინა ჩვენთან სამინისტროში, მასზე თქვა, ეს არის უბოროტესი არსებაო. სააკაშვილს გაუმართლა, რომ გარშემო ისეთი ადამიანები ხვდებოდა, რომლებიც „ჩმორდებოდნენ“. მას ძალიან უყვარდა ტერმინი „ჩმორი“, იცით, რომ „ჩმო“ რუსული აბრევიატურაა: „ჩელოვეკ მორალნო ობნაჟონნიი“. სააკაშვილის ლექსიკაა, „დაჩმორება“, „გაბანძება“. „აჩმორებდა“ ხალხს.

მისი გარემოცვა სარგებლობდა სააკაშვილის ენერგეტიკით. ვერავინ იტყვის, რომ ვანო მერაბიშვილს ძლიერი ენერგეტიკა აქვს, მაგრამ სარგებლობდა სააკაშვილის ენერგეტიკით. ადეიშვილი ცოტა სხვანაირად იქცეოდა, ბერიობა უნდოდა, თუმცა ვერ გამოუვიდა.”

სრულად – თბილისელები

თეგები: ვალერიან ხაბურძანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved