• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს აქვს ერთი პირობა” – ეკა ხერხეულიძე გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
18:57 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ეკა ხერხეულიძემ გლდანის ციხე ამ წუთებში დატოვა, ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან რჩებიან ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული, რომლებთანაც, ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს ერთი ტექნიკური საკითხი აქვს შესათანხმებელი.

ეკა ხერხეულიძე:

“მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ ყოფილა საქართველოში რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა, მას სურდა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც მოხდა და სად მოხვდა იცით. ის განიცდის იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც მის შიმშილობას შეუერთდნენ, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, რომელიც უკვე 17 დღეა შიმშილობს, გარდა ამისა, მას სურს დააკმაყოფილოს იმ ხალხის მოთხოვნა, რომლებიც ახლა დგანან გარეთ და ითხოვენ მის გადაყვანას კლინიკაში.

ერთადერთი რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი კლინიკაში გადაყვანის, არის შემდეგი – მას აქვს ერთი პირობა, რომლის გასაცნობად დაიბარა ადვოკატი, ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ მის გადაწყვეტილებას.

სააკაშვილს არ აქვს წინააღმდეგობა გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს, ბრძოლა როგორ გაგრძელდება საქართველოში. ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ახლა მისთვის მნიშვნელოვანია, ამ მომენტში წყდება იქ.

ეს არ არის რეანიმაცია, ეს არის საკანი, გადაკეთებული, სადაც დგას 2 საწოლი და წვეთოვანი. შემთხვევითობამ გადაარჩინა ეს ადამიანი. ქალბატონი გულიკო, რეანიმატოლოგი, აქ მოსული იყო ნიკოლოზ ყიფიანის თხოვნით და სწორედ, მისი დახმარებით მოხდა სააკაშვილის გადარჩენა გუშინ. მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ჩვენ ვართ მადლიერნი ქალბატონი გულიკოს.

ყოველგვარი ჭორი, რომ კიდევ ერთი პრეტენზია აქვს სააკაშვილს, უსაფუძვლოა, ეს პირობა ეხება ტრანსპორტირებას.”

თეგები: ეკა ხერხეულიძემიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved