პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მკერდით შესრულებულ ნახატზე ისაუბრა, რომელიც ბრალდების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე 16 245 ლარად შეიძინა.
„ერთ-ერთი ასეთი ნახატი შეიძინა მიხეილ სააკაშვილმა, ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე და ისევ საიდუმლო გრიფის პირობებში. თუმცა რთულია წარმოვიდგინოთ რა იყო აქ საიდუმლოება“, – თქვა გულუაშვილმა.
კომენტარები