• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილმა და მისმა მაფიოზურმა ბანდამ, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება, ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან 2 ოქტომბერს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:53 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ იმ მჩაგვრელ, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომელიც ყოველდღე ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღე ებრძოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასე უსწორდებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი სისტემა მოქალაქეებს.

„ვიმყოფებით რა ხაშურში, მე ვხედავ ღირსეულ კაცს – ვალერი გელაშვილს. მინდა, მას მივესალმო და ერთი კონკრეტული კაცის ისტორია გავიხსენოთ. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ ამას – ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების, კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი, არ შეურიგდა იმ ჩაგვრას და უსამართლობას, კარგად ვნახეთ მთელმა საქართველომ, მთელმა მოსახლეობამ, როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი მასხარა კაცი და ლამის მოკლეს ვალერი გელაშვილი. რატომ?! იმის გამო, რომ ამ კაცმა მისი ხუშტურები არ აიტანა და თავი არ დაუხარა. ასე უსწორდებოდნენ სააკაშვილის მჩაგვრელი ადამიანები და მჩაგვრელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს – ბიზნესმენებს, წარმატებულ ადამიანებს, სპორტსმენებს, ყველა პროფესიის ადამიანს, პედაგოგებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ექცეოდნენ უღირსად და შეურაცხმყოფლად. ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავასრულეთ და დავასრულეთ სამუდამოდ, ისე, რომ მეორედ ამ ადამიანებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის დანგრევის და ჩვენი ხალხის დაჩაგვრის უფლებას. ამ ადამიანებმა, სააკაშვილმა, მისმა მკვლელებმა და მაფიოზურმა ბანდამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება. დღესაც თუ რაიმე ხდება, ეს არის პირდაპირი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე-9 წელია, ჩვენი ხალხი ამ ომს უძლებს, იმ სიბინძურეს, რომელიც მათი ტელევიზიებიდან მომდინარეობს. ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, ბრძოლა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ. არჩევნების შემდეგ ყველა მოღალატეს და ყველა მტერს საკადრის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved