• რეკლამა
  • კონტაქტი
04:05, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის სიცოცხლის დასრულებას ციხეში, უფრო მეტი ზიანი ექნება” – მუსლიმთა შეიხი საქართველოში

ალია ავტორი - ალია
18:08 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას  საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხი მირტაგ ასადოვი შეუერთდა. 

ასადოვი სააკაშვილს მოუწოდებს, არ დაიზიანოს ჯანმრთელობა და შეწყვიტოს შიმშილობა.

კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობა არ დაიზიანოს და თავი არ ჩაიგდოს საფრთხეში ჯანმრთელობის მხრივ. ამას, რა თქმა უნდა, რელიგიაც კრძალავს. ჩემი რჩევაა, შეწყვიტოს შიმშილობა და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. თუ სააკაშვილს რამე მოუვა, დამნაშავე იქნება ამჟამინდელი მთავრობა, რომელმაც  მიხეილ სააკაშვილს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა. ასევე მიუღებელია, როცა იცი ადამიანის მდგომარეობა და განძრახ უწყობ ხელს მის სიკვდილს. ეს, რა თქმა უნდა, არის ყველანაირად დასაგმობი. 

სააკაშვილი კარგი იყო თუ ცუდი, მაინც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. დღეს ყველა ამბობს, რომ იგი დააპატიმრეს იმიტომ, რომ იყო ხელისუფლების პოლიტიკური კონკურენტი. მათთვის სააკაშვილის ციხეში სიცოცხლის დასრულებას უფრო მეტი ზიანი ექნება, ვიდრე არგათავისუფლებას და შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა და ეს თაღლითი პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ თავიდან აიცილონ ის დარტყმა რაც მათ მიადგებათ სააკაშვილის ციხეში სიკვდილით. თუ მათ სურთ, შეუძლიათ ძალიან მარტივად გაათავისუფლონ იგი, ან თუ დანაშაული არსებობს, მაშინ გამოიძიონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თუმცა ეს საკითხიც ეჭვის ქვეშაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.

ამიტომ კარგი იქნება, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატოს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც საეჭვოა, მას უფროსები ამის უფლებას მისცემენ თუ არა. როგორც ამ მთავრობამ, ისე სააკაშვილმაც ბევრი შეცდომა დაუშვა მისი მმართველობის პერიოდში, ეს თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა. ორივე მთავრობამ განიცადა ადამიანური, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მსხვერპლი.

დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებამ ქვეყნის განადგურება გამოიწვია. ახლა დროა, განზე გადავდოთ ყველა საზოგადოებრივი კრიტიკა, პოლიტიკური ინტერესები თუ პირადი ამბიციები და გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, რათა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, – წერს ასადოვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved