• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის მოწამვლის მოკვლის საშიშროება რეალურია!” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
00:16 12-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“რეალურად სააკაშვილის ჩამოსვლა გახლავთ სპეცოპერაციის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი არ მართავს, პირიქით – სააკაშვილს მართავენ ‼️

ერთი რამის მეშინია ყველაზე მეტად – ქართულ საზოგადოებაში იმდენად დიდი ზიზღია დაგროვებული ერთმანეთის მიმართ, რომ ეს მალე სერიოზულად იფეთქებს და იმაზე ბევრად ძლიერად, ვიდრე ეს იმ ავადსახსენებელ 1991 წლის 22 დეკემბერს მოხდა‼️

იმდენად დიდი ზიზღი დაგროვდა ერთმანეთის მიმართ, რომ თუ მაგიდასთან ოცნების ხალხი ზის, მათთვის მომსახურეობაზე ნაცების მომხრე მიმტანები უარს ამბობენ და პირიქით – ამასწინათ საბურთალოს ერთ-ერთ საპარიკმახეროში ოცნების მომხრე ერთ-ერთმა პარიკმახერმა უარი განაცხადა მომსახურებოდა ერთ ნაც დეპუტატს ‼️

შესაძლოა ბევრს გაეცინოს ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ თუ ამ უბრალო საყოფაცხოვრებო ინციდენტებს ჩაუღრმავდები, აუცილებლად მიხვდები და დაასკვნი თუ რაოდენ პოლარიზებულია ხალხი, რამდენად დიდი ზიზღია დაგროვებული ერთმანეთის მიმართ ‼️

ათწლეულებია პოლიტიკაში ვარ – პარლამენტარიც ვიყავი და მინისტრთა კაბინეტის წევრიც, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად ჩემი პოლიტიკური ოპონენტისთვის უბედურება და სიკვდილი მსურვებოდეს – დღევანდელ რეალობაში კი ნათლად ჩანს, რომ ერთმანეთზე რომ მიუშვა არცერთი მხარე არ დაფიქრდება, ფიზიკურად ისე გაანადგურებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ‼️

ეს უკვე პოლიტიკა აღარაა, აქ პოლიტიკა მთავრდება და სამოქალაქო დაპირისპირება იწყება ‼️

ცალსახაა რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არ გახლავთ დაუფიქრებელი და გაუთვლელი ნაბიჯი. შესაძლოა დაპატიმრებული სააკაშვილის შემხედვარეს ბევრს უჩნდება ყალბი ილუზია, რომ პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ პრობლემა იმდენად დიდია, რომ თამამად შეიძლება ვუწოდოთ – კატასტროფის მომასწავლებელი კრიზისი ‼️

არავის აქვს იმის გარანტია, რომ გორი-თბილისის საავტომობილო ტრასაზე თავდასხმა არ მოხდება, არავის აქვს იმის გარანტია რომ სააკაშვილს არ მოწამლავენ, არავის აქვს გარანტია რომ სააკაშვილს არ მოკლავენ – უფრო მეტიც, ამის საშიშროება ბევრად რეალურია, ვიდრე ის, რომ ეს არ მოხდება ‼️

დღეს უკვე სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ იმათ ხელშია, ვინც გამოუშვა, დაუგეგმა, დაუფინანსა საქართველოში ჩამოსვლა. ისინი წყვეტენ – ვისი ცოცხლად ყოფნა იქნება საჭირო დიდი საქმის გასაკეთებლად და ვისი არა.ვისი გარდაცვალება გახდება რევოლუციის მაპროვოცირებელი ‼️

წარმოდგენაც კი მიჭირს თუ რა შეიძლება მოხდეს ამ პოლარიზირებულ და ზიზღით სავსე საზოგადოებაში თუ სერიოზული პროვოკაცია განხორციელდა – 1991 წლის დეკემბერი მონაგონი იქნება ‼️

ჩვენდა სამწუხაროდ ამ საკითხებზე არავინ ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული, ხოლო სააკაშვილის პატიმრობის თითოეული დღე დენთის კასრია, რომლის ფიტილსაც როდის წაუკიდებენ ცეცხლს, კაციშვილმა არ იცის ‼️”

თეგები: მიხეილ სააკაშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved