• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის მომხრეები უნდა დაგვეხმარონ…” – რატომ ვერ ნახა ხუნდაძემ სააკაშვილი და რა რისკებზე საუბრობს?

ალია ავტორი - ალია
02:55 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც გლდანის ციხეში იმყოფებოდა, პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ამბობს:

“მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა, შევთანხმდით, რომ საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, შევთანხმდით, რომ ყველა ლაბორატორიულ კვლევაზე არ უნდა ითქვას უარი, შეფასდება, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი ადგილზე, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი რესურსის დამატების ხარჯზე, მაგრამ თუ საჭირო იქნება სხვა კლინიკაში გადაყვანა, არც ამაზე ვიტყვით უარს…

უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მან არ შეწყვიტოს შიმშილობა, შესაძლოა, ზოგის პირად ინტერესში შედის ვითარების კიდევ მეტად დამძიმება. აქვე ვიტყვი, ყველაზე მეტად, დღეს, ჩვენ ინტერესშია, რომ მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნეს შენარჩუნებული, არ დავუშვებთ როგორც მის მიმართ მძიმე შედეგის დადგომას, არ დავუშვებთ არეულობის შემოტანას, რომელიც იკვეთება ოპოზიციონერთა შეძახილებში, ახალისებენ მის შიმშილობას.”

დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დარჩენა, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა – არც ერთი გამორიცხული არ არის.

არ მინახავს სააკაშვილი და გეტყვით მიზეზსაც, როცა ციხეში მივედი, სააკაშვილი ახალ გამოსული იყო კომატოზური მდგომარეობიდან, ეს არის საყურადღებო, მაგრამ არა კატასტროფული და ჩვენი შესვლა შეიძლებოდა მისთვის დაძაბულობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენთვის საკმარისი იყო ლაბორატორიული მონაცემების გაცნობა და ექიმებთან გასაუბრება. შესაძლოა მისი საყურადღებო მდგომარეობა, თუ არ შეწყვეტს შიმშილობას, კიდევ უფრო მაღალ ხარისხშია ავიდეს და რისკები იზრდება, მაგრამ ჩვენი ყველა ქმედება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე.

თეგები: დიმიტრი ხუნდაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved