• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის ასაყვანად მისულმა პოლიციელებმა მასთან სელფები გადაიღეს” – ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
19:21 10-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მან თქვა:

„უპირველესად ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო, საერთოდ რა მოხდა გუშინ და რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც გუშინ დადგა, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის ფონზე როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.

მე მას ვკითხე რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ არსებობს ეს კითხვები, რომ როგორ შეუძლია მის გუნდს მეორე ტურში მონაწილეობა, როდესაც ის არის ციხეში. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის წარმოუდგენელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას, რომ მან თავისი დიდი მონაპოვარი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანოს.

სააკაშვილმა ბევრი იცინა იმაზე, რომ ხელისუფლების განცხადებით ის თურმე დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში, ის ამბობს, რომ მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა თავგანწირვის აქტი მისგან სამშობლოსთვის. ისეთი მხნეა, როგორსაც ვიცნობ მიშას. მას იოლი ცხოვრება არ ქონია, იცის გადასარევად რა ელოდება წინ.

ვერავინ ვერ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, იმიტომ რომ ობიექტური მიზეზი ამის არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება და ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს რომ დაეჭირა ეს მოხდა, დანარჩენს ვერ შეძლებენ ესენი.

საუბარს მოჰყვა, ვინმე უხეშად ხომ არ ექცეოდა დაკავების დროს – მან თქვა, რომ ყველა ძალიან კარგად ექცეოდა, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველამ გადაიღო სელფი სათითაოდ, პოლიციელებმა. ეს მიუთითებს როგორი ჩამოშლილია სისტემა. ის შიმშილობას აგრძელებს.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved