“ენმ”-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, მედიასთან თქვა:
“მიხეილ სააკაშვილს აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის, სიმყარეს ვერ გრძნობს. არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. მე ვფიქრობ, რომ ხვალ ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას. ამის გამო მას ძალიან გული წყდება, რადგან იცით, რომ სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად.”
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეა სხდომა.
ამ დროისათვის მესამე პრეზიდენტთან დედა, გიული ალასანია იმყოფება.
კომენტარები