“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფება, მედიასთან ამბობს:
“პირდაპირ გეუბნებით, ადამიანმა გამაფრთხილა და არამარტო მე, ის საჭიროებს კვალიფიციურ რეაბილიტაციას, თუკი ისინი, თავზე გადაახევენ ექიმებს რეკომენდაციებს და გაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ის დაიწყებს აუცილებლად შიმშილობას, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ფიზიკურ წინააღმდეგობას გაწევდა, ვიცოდი, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ეს არის არის დასრულებული პროცესი. იგივე მოხდება და უარესი. როცა ადამიანი არ ემორჩილება უკანონო გადაწყვეტილებას, იქ ხდება ფიზიკური წინააღმდგეობა. გაუწიეს უკვე ფიზიკური წინააღმდეგობა, და გაუწევენ, მე ახლა წავიკითხე მისი წერილი. არ ვიცი, რამდენს ბედავენ. სააკაშვილი ცხვარი არ არის, ვერ გაჰყვება თავდახრილი ივანიშვილის ხუშტურებს. ამ ქალაქში ბომბების ქვეშ იდგა და ივანიშვილის დაქირავებულ ტიპებს რომ დაემორჩილოს, მაშინ აღარ იქნება მიხეილ სააკაშვილი.”
კომენტარები