• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი ქვეყანაში მაცივარ-მისაბმელით შემოვიდა, რომელშიც რძის პროდუქტები ინახებოდა? – რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

ალია ავტორი - ალია
22:56 10-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ფოთის პორტში 2021 წლის 28 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში უკრაინიდან, “ჩერნომორსკის” პორტიდან შემოვიდა ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი”. “მთავარის” ინფორმაციით, სწორედ ამ ბორანზე, ერთ-ერთ სატვირთო კონტეინერში იმყოფებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მანქანამ პორტში შემოწმება გაიარა. პორტის თანამშრომლებმა სატვირთოს ვიზუალური დათვალიერებით ხარვეზი ვერ ნახეს და დაადასტურეს რომ მაცივარ-მისაბმელის ლუქი დარღვეული არ იყო.  

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში შემოსვლიდან რამდენიმე საათში, 29 სექტემბერს ღამით ფოთიდან მამა-შვილი წოწორიების მანქანით აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში ჩავიდა, მათთან ერთად იმყოფებოდა სატვირთოს მძღოლი, ელგუჯა ცომაიაც. ზურაბ და შალვა წოწორიებმა სააკაშვილი და ცომაია, ამ უკანასკნელის სახლთან დატოვეს და კვლავ უკან, ფოთში დაბრუნდნენ.

თუმცა მანამდე მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში ვიდეო ჩაწერა და ახსნა რატომ აირჩია ქვეყანაში შემოსვლისთვის რთული გზა.

სოფელი ტყვირში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 წლიანი დევნის შემდეგ მას მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქი უნდა დაეთვალიერებინა. 

მთელი ღამის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ქუჩებში ხან მანქანით და ხანაც ფეხით გადაადგილდებოდა. მოიარა მთელი ქალაქი და ახალ ბათუმში ახალი ვიდეოს ჩასაწერად გაჩერდა. აქ არდაგანის ტბის მიმდებარედ მეორე ვიდეო ჩაწერა. ორივე ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ჩაწერა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისაკენ მოუწოდა. 

ბათუმიდან მესამე პრეზიდენტი მანქანით აღმოსავლეთ საქართველოსკენ გაემართა. გაჩერდა ზუგდიდში, ქუთაისში, მოიარა სოფლები. ბოლოს ის თბილისში შემოვიდა და თითქმის ყველა უბანი მანქანით გაიარა. ამ დროს არც ერთმა უწყებამ არ იცოდა რომ მათ მიერ ძებნილი სააკაშვილი ქვეყანაში იყო. მაშინაც კი როდესაც, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მთავრობის უკლებლივ ყველა წევრი ამტკიცებდა რომ ეს იყო დიფ ფეიკი და მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სანზონაში, ქვიშხეთის ორ ნომერში ელგუჯა ცომაიას სახლში დააკავეს. 

მირიან ჯანელიძე – ეს ის პირია, რომელმაც უკრაინიდან შემოსული ტვირთი შეამოწმა და აღწერა ის პროდუქტი, რომელიც ელგუჯა ცომაიას სატვირთოში იყო.

გამოძიების ვერსიით მიხეილ სააკაშვილი მაცივარ-მისაბმელით, სადაც რძის პროდუქტები ინახებოდა უკრაინიდან საქართველომდე თითქმის 1 დღეზე მეტი მგზავრობდა. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მალევე ელგუჯა ცომაია და მამა-შვილი წოწორიები დააკავეს. მათ ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას ედებიან. ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმის მასალებში მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ დევს. გარდა იმ ჩვენებებისა, რომლებიც შალვა და ზურაბ წოწორიებმა გამომძიებლებს მისცეს.

წოწორიების საქმეში დევს უამრავი ფოტო, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ექსპერიმენტების დროს გადაიღეს, საქმეში ასევე ამოღებული ნივთებისა და მანქანების ფოტოების ინახება. მამა-შვილის საქმის შესახებ ოჯახის წევრებმა კი არაფერი იციან და ითხოვენ რომ გამოძიებამ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული არ შეუკეროს.

გამოძიება წოწორიებს ედავება დანაშაულის დაფარვას, თუმცა არა საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, არამედ იმ საქმეებზე, რაზეც სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და ვალერი გელაშვილის ცემა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა და სამართლებრივი კაზუსი — როგორ შეიძლება უკვე გახსნილი დანაშაულის დაფარვა? 

წყარო – მთავარი

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved