• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი “დაწვა”, ის ავადმყოფი, ახირებული, ცუდად აღზრდილი ბავშვის სახედ ჩამოყალიბდა” – მერაბ შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:48 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
600

მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი, მედიასთან, ამბობს:

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება მოსალოდნელიც იყო., ნაციონალურმა მოძრაობამ მიშა სააკაშვილი ერთი პერიოდი ნიკა მელიაში გაცვალა – გაწირა სააკაშვილი, ერთიანი გახდნენ ნიკა მელიას გარშემო, მოსინჯეს, აბა, ვნახოთ, მელიათი თუ მივაღწევთ მიზანსო. ამ ეტაპმა გაიარა, მელიათი ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ახლა იმ ძალებმა, მელიას ქოლგის ქვეშ, იფიქრეს, შევნარჩუნოთ ის ვითარება რაც ამ პარტიაში დღემდე გვქონდა, მელია ყველა შემთხვევაში წავიდოდა პროგრესისკენ, ცვლილებებისკენ, ტიპაჟია იგი ასეთი, შეეცდებოდა ჩამოყალიბებულიყო როგორც ლიდერი, და შეეცდებოდა მიზნისთვის მიეღწია და ამისათვის რამდენიმე ხერხს მოსინჯავდა პოლიტიკურად. ამაზე არ წავიდნენ და დაუპირისპირდნენ, ისევ მიშას ქოლგის ქვეშ ამჯობინეს ყოფნა. ფიქრობენ, რომ მიშათი შეინარჩუნებენ იმ ხმებს, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვთ. ამან ნაციონალური მოძრაობა ისე შეიყვანა კრიზისში, მე არ ვფიქრობ რომ ისინი აქედან გამოვლენ.

ვფიქრობ, რომ თუკი სიცოცხლე უნდოდა ამ პარტიას, მელია უნდა შეენარჩუნებინათ, დამიჯერეთ, მერწმუნეთ, მიშა სააკაშვილი უკვე როგორც ლიდერი, არის განადგურებული, ის იდეაში აღარ არის ლიდერი, ის ერთი ახირებული, ავადმყოფი, ძალიან ცუდად აღზრდილი ბავშვის სახედ ჩამოყალიბდა, მისგან პოლიტიკოსი უკვე ვეღარ გამოვა, არ გამოვა, სასაცილო იქნება, იმდენად “დაწვა” მიშა სააკააშვილი.

ეს ქაოსი მოსალოდნელი იყო იმ პარტიისთვის, რომლსაც ჯერ კიდევ შინაგან აქვს ყველაფერზე წასვლის ფორმულა, ოღონდ მიზანს მიაღწიო. არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე და ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუნდაც საქართველოში ქვა ქვაზე არ დარჩენილა. ესენი არიან წყარო ქართული ოცნების ხელისუფლებაში დამაგრების, ესენი არიან საწვავი, ქართული ოცნების ძრავის მუშაობის, რამდენად კარგია ეს ქვეყნისთვის სხვა საქმეა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების შენარჩუნებისთვის ზედგამოწერილია. პირიქით, ქართულ ოცნებას შეიძლება ეწყინოს კიდეც, ნაციონალური მოძრაობა რომ დაიშალოს.

 

თეგები: მერაბ შათირიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved