• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

ალია ავტორი - ალია
15:14 07-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
497

8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

რეზოლუცია – “საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ” – ჰააგის დეკლარაციის ნაწილი გახდა. ეს არის ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სესიას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი რეზოლუციის მიმართ პროტესტის ნიშნით დატოვეს.

პარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლო ორი არჩევნის მიმდინარეობის გამო.

ნახსენებია ეუთო-ODIHR-ის დასკვნა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლის დაშინებით, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლითა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით წარიმართა.

ყურადღება ასევე გამახვილდა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირებულ პრობლემებზე – სავარაუდო გაყალბებაზე, ხმების მოსყიდვაზე, ე.წ. “კარუსელით” ხმის მიცემასა და ოპოზიციური დამკვირვებლების ხელის შეშლაზე.

ის ასევე ითხოვს 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამჭვირვალე გამოძიებას და პასუხისმგებელ პირთა დასჯას.

ასამბლეამ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ ცნონ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები, თუ სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები მათ თავისუფლად და სამართლიანად არ შეაფასებენ.

ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გადახედოს ან გააუქმოს ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. დოკუმენტი ასევე გმობს ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებასა და მათზე ზეწოლას.

დოკუმენტი მოითხოვს რეფორმებს – ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მონაწილეობით – სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ზეწოლისა და შიშის გარეშე.

რეზოლუცია გმობს კანონებს, მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს. დოკუმენტის თანახმად, ეს კანონები ზღუდავს მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებაზე “მსუსხავ ეფექტს” ახდენს.

ასამბლეის შეფასებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ და ხელისუფლების კონცენტრაციამ დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა შექმნა და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ასამბლეამ ასევე მოითხოვა ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის გაგრძელება მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved