• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სა­ა­კაშ­ვილს დი­ლით წნე­ვას ვუ­ზო­მავთ, სა­ღა­მოს – ტემ­პე­რა­ტუ­რას, დღე­ში 60 ადა­მი­ა­ნი რომ იღუ­პე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე არაფ­რად ღირს? დაისვენოს, თავი დაგვანებოს” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:54 01-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსთან“ ისაუბრა მიხეილს სააკაშვილის ინიციატივაზე პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე:

“რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას, იმ­დე­ნი თე­მაა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­ზეც ოპო­ზი­ცი­ამ ვერა და ვერ მო­ა­ხერ­ხა კო­მი­სი­ის შექ­მნა. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის თემა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს, მაგ­რამ ის სამ­ყა­როს ცენ­ტრი არაა, რომ მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­მო­მავ­ლოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა შეს­წავ­ლი­ლი იყოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სწო­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა და ამის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა იქ­მნე­ბო­და.

სა­ა­კაშ­ვილს უნდა, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დეს, მისი თემა იყოს ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამის გარ­და უამ­რა­ვი სხვა პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი – სა­ა­კაშ­ვილს დი­ლით წნე­ვას ვუ­ზო­მავთ, სა­ღა­მოს – ტემ­პე­რა­ტუ­რას. იყოს ეს თემა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მის­მა პარ­ტი­ამ და ყვე­ლამ, უნდა იცო­დეს, რომ ხალ­ხს შია, სწყუ­რია, პან­დე­მი­ით იხო­ცე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ტო­ტა­ლუ­რი მოს­მე­ნაა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მი­დის. ეს პრობ­ლე­მე­ბია და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დიდი ბო­დი­ში და დღე­ში 60 ადა­მი­ა­ნი რომ იღუ­პე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბა­ვი კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე არაფ­რად ღირს? კი, ბა­ტო­ნო, ვიმ­სჯე­ლოთ მის თე­მა­ზეც, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით ერთი, თუნ­დაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბის სა­კითხს სცილ­დე­ბა.

მო­თხოვ­ნა, რომ უპი­რო­ბოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო ადა­მი­ა­ნი, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნა არაა. ეს არის ერთი ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბა­ნა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ემ­ხრო­ბა. ვი­ღა­ცას პი­რი­ქით, მი­აჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა და უნდა, რომ ის ცი­ხე­ში იჯ­დეს. სწო­რი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მის მი­მართ, ეს იქ­ნე­ბო­და სი­კე­თე არა მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, არა­მედ იქ­ნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სი­კე­თე, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ გა­მო­უშ­ვან და შემ­დეგ ხა­ზა­რა­ძე და­ა­კა­ვონ, რა ვქნათ? ეს ხომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მან­კი­ე­რე­ბის თე­მას ვერ გა­და­წყვეტს?

სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­ყა­რო თა­ვის თავ­ზე ჩა­კე­ტა და უნდა, მხო­ლოდ მას­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ცოტა ხნით და­ის­ვე­ნოს, ჩვენც თავი დაგ­ვა­ნე­ბოს, თვი­თო­ნაც და­ის­ვე­ნოს, რა­ღა­ცებ­ზე და­ფიქ­რდეს. ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით მას, რომ მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იყოს მიღ­წე­უ­ლი, რათა მას რაც და­უ­შა­ვე­ბია, იმა­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­როს. ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი – გა­მო­უშ­ვით, არ მგო­ნია, პო­ლი­ტი­კა იყოს და რაც მთა­ვა­რია, შე­დე­გის მომ­ტა­ნი.”

თეგები: გია ხუხაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved