• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთთან მშვიდობაზე ენამოჩლექით საუბრის ფონზე საკუთარ მოსახლეობას ომით ემუქრებოდე, ხელმოუწერელი კაპიტულაციის სიმპტომია” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:08 04-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

შვიდი პოლიტიკური პუნქტი, რომელზეც შეთანხმება სულ მარტივია, ვისი და რისი მომხრეც არ უნდა იყო:
1️⃣ – ყველაფერი ცუდია, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.
განმარტება: ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ კანონი, რომელიც დაგვაშორებს მოკავშირეებს, დაგვაშორებს საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს და მარტო დაგვტოვებს რუსეთთან, არის სახელმწიფო ინტერესის მტრობა. რუსული კანონი აკეთებს ამას.
2️⃣ – როდესაც შენი მოკავშირეები გეუბნებიან რომ ცუდ ნაბიჯს დგამ, ხოლო შენი მტრები გიწონებენ ქმედებას უნდა დაფიქრდე მახეში ხომ არ ებმები.
განმარტება: ერთ მხარეს დგას აშშ, ევროპა და მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო მეორე მხარეს პუტინი, მედვედევი, დუგინი და პესკოვი.
3️⃣ – შეუძლებელია ერთდროულად იყო ნაციონალისტიც და პრორუსიც.
განმარტება: ნაციონალიზმი ქვეყნის ინტერესების ნებისმიერი ფასით დაცვაზე გადის. შეუძლებელია რუსეთის ინტერესს ნებით თუ უნებლიედ ატარებდე და ნაციონალისტი გერქვას. თავის მხრივ, რუსული ნაციონალიზმი კი სხვა, არარუსი ერების რუსიფიკაციაზე გადის. აქედან გამომდინარე სლოგანები და გულზე მჯიღის რტყმა და ფსევდო-ნაციონალიზმზე აპელირება არის უსაფუძვლო ფარსი და ამას კადიროვიც აკეთებს ჩეჩნეთში. ზოგადად კი, კარგად ვიცი რა არის ქართული ნაციონალიზმი და მას საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთთან. და არც შეიძლება ჰქონდეს. თუ რუსულ საქმეს აკეთებ რუსი ნაციონალისტი ხარ და არა ქართველი.
4️⃣ – საკუთარი ხალხის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა და არა წარმატებული პიარი.
განმარტება: როდესაც ცდილობ შენი მოსახლეობის მოტყუებას, თითქოს ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ კანონი რუსული კი არა ევროპულია, ამით მიზანმიმართულად მტრობ საკუთარ ხალხს. გამოდის რომ ადამიანებს, როგორც უფორმო მასას ისე უმზერ, რომელიც ტყუილის კვამლში უნდა გახვიო – დააბოლო. და ამ ყველაფერს აკეთებ შენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ.
5️⃣ – დევნიდე ახალგაზრდების პოლიტიკურ ნებას ნიშნავს დევნიდე ქვეყნის პოლიტიკური მომავალს.
განმარტება: ამაზე ილია ჭავჭავაძე წერდა თავად. მაშინაც და დღესაც ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისაკენ მიმავალი გზის მოწინააღმდეგეა. ილიას იდეალებზე გაზრდილი თაობა საბჭოელებმა 1920-ან წლებში ან დახვრიტეს ან ქვეყნიდან წასვლა აიძულეს. რა მივიღეთ? დამონებული სახელმწიფო დამონებული ხალხით. დღესაც ასეა – შეუძლებელია დამოუკიდებლობაში გაზრდილ თაობას რუსეთი შეაყვარო. თუ მათ ამ ქვეყნიდან წასვლას აიძულებ მაშინ ტვინებისაგან დაცლილ, გამოფიტულ და მომაკვდავ ერს მიიღებ.
6️⃣ – ხელისუფლება ხალხს დემონსტრაციებს არ უნდა უანონსებდეს – ეს ქვეყანას შუაზე ხლეჩს და სახელმწიფო ნგრევას იწვევს.
განმარტება: ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, რადგან თავად უყვართ რელიგიური მოტივებით პოლიტიკური ნაბიჯების შეფუთვა, მოდით ვუპასუხოთ მათ რელიგიური ტექსტითვე: “ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა” (მათეს სახარება, 25-12).
7️⃣ – რუსეთთან მშვიდობაზე ენამოჩლექით საუბრის ფონზე საკუთარ მოსახლეობას ომით ემუქრებოდე, ხელმოუწერელი კაპიტულაციის სიმპტომია.
განმარტება: ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო მეტად გეშინია, მით უფრო მეტად აღვიძებ აგრესორში აგრესიას, რადგან მას სჯერა რომ შენ მსხვერპლი ხარ და თავად მტაცებელია. მშიშარა ხელისუფლებებმა – ჩემბერლენისა და დალადიეს მეთაურობით – მეორე მსოფლიო ომის წინ ნაცისტების აგრესია კი ვერ დააცხრეს, პირიქით დააჯერეს, რომ მტერს ადვილად გასრესდნენ. რუსეთში აქაური ჩემბერლენების შემხედვარე აგრესორს სჯერა, რომ საქართველოს დამონება ადვილად შეიძლება. მაგრამ ეს კიდევ უფრო ადვილად იქნება შესაძლებელი, თუკი ხელისუფლება ერთდროულად შეშინებულია მტერთან და ძლიერია მოყვარესთან მიმართებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved