ყოფილი პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე :
“ამდენი ატომური იარაღის მფლობელმა რუსეთმა ვერ შეძლო 400 მილიარდის დაცვა, ისე ფუკასავით ააცალეს და წარმოგიდგენიათ რა დღეშია ახლა ივანიშვილი თავისი 10 მილიარდით ამ ყველაფერს რომ უყურებს?
ხოდა მაგიტომაც აქვს ამოიღლიავებული საქართველო მთელი თავის ბიუჯეტით. აბა,
პოლიტიკა რომ აინტერესებდეს, პასუხისმგებლობებს არ გაექცეოდა. მისთვის მთავარი მხოლოდ ფინანსური ნაწილია.
და იმიტომაც წარმოადგენს მას დასავლეთში ზურაბიშვილი და არა კობახიძე-ღარიბაშვილები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრიან თავიანთი რიტორიკით.
„ქართულ ოცნებასთან“ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა კი, მხოლოდ ქვეყანას დაზარალებს და უკან დახევს, ოპოზიციას კი, საბოლოოდ დამარხავს.”
კომენტარები