თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, 2025 წლისთვის რუსმა “სამშვიდობოებმა” ყარაბაღის რეგიონი უნდა დატოვონ.
ერდოღანის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც რუსული, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები აწერენ ხელს, მხოლოდ 5 წლის განმავლობაში მოქმედებს.
“2025 წელს რუსეთმა უნდა დატოვოს ეს რეგიონი. ეს შეთანხმებაში არის აღნიშნული და მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი მას დაემორჩილება”, – თქვა ერდოღანმა.
მისივე თქმით, რეგიონში არსებულ სიტუაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც აკვირდება.
კომენტარები