კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გამო რუსეთის პრეზიდენტი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. როგორც Deutsche Welle წერს, ვლადიმერ პუტინი მთავრობის წევრებთან ტელეკონფერენციას პირველად გამართავს.
პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ეს ინოვაციური ფორმატია. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მისალმების მანერა შეცვალა და პირადი შეხვედრებისას ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. „ახლა სოციალურ დისტანციას ყველა იცავს“- აღნიშნა პესკოვმა.
კომენტარები