• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აკრძალა

ალია ავტორი - ალია
14:47 12-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აუკრძალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

როგორც რუსული მედია იუწყება, ტურების გაყიდვა აფხაზეთში იქამდე იქნება აკრძალული, ვიდრე რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული.

„ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რასაც მათი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, აფხაზეთის ბიზნესთან „აღმზრდელობითი სამუშაო“ ჩატარდება, ისინი რუსეთიდან ტურისტულ ნაკადს დაკარგავენ, რაც აფხაზეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა“. – განუცხადა Gazeta.ru-ს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა.

მურადიანის თქმით, ეს აკრძალვა იმ მომენტიდან მოქმედებს, როდესაც აფხაზეთის პროტესტები დაიწყო და 2024 წელს „მისი გაუქმება მოსალოდნელი არ არის“. ამასთანავე, თუ ტურისტი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი ინიციატივით წავა, ამას ვერავინ აკრძალავს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის სასახლეებში შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადააყენეს. თავად ბჟანიამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი წლის 15 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved