დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებიდან შვიდ დღეში მოხდა დიდი რაოდენობით გადინება რუსების, რომლებიც გაწვევას თავს არიდებენ.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთიდან წამსვლელთა შორის სჭარბობენ უზრუნველყოფილი და კარგად განათლებული ადამიანები.
ანგარიშის მიხედვით, რეზერვისტების გაწვევა და რუსეთიდან მასიურად გადინებული “ტვინები” უკვე ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
შეგახსენებთმ 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.
კომენტარები