• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთიდან სპეცოპერაციით გამოვიტანეთ რუკა – ხიდაშელი გმირია”

ალია ავტორი - ალია
09:18 10-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის დავით ხიდაშელის, კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ქმედება გმირობის ტოლფასია და ის მადლობას იმსახურებს.

“მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი, ინიციატორი და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ, მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება, რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია და მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც მან გააკეთა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.

ღარიბაშვილის თქმით, რუკა 3 აპრილს ჩამოვიდა რუსეთის არქივიდან.

“3 აპრილს ჩვენ ჩამოგვდის რუკა, ორიგინალი რუსეთის არქივიდან ამოღებული, გამოტანილი. დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა და არამარტო ეს რუკა. მე არ მაქვს უფლება, რომ კიდევ უფრო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს”, — თქვა თავდაცვის მინისტრმა.

დავით ხიდაშელი კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. საქმის მასალების მიხედვით, ხიდაშელმა ჩამოიტანა 1938 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა. მისი თქმით, რუკა რუსეთის არქივებიდან აქვს.

ხიდაშელის ჩვენების თანახმად, რუკის მოსაძებნად მას მისმა მეგობარმა, ბეჟან მაისურაძემ მიმართა. თუმცა 13 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში მან განაცხადა, რომ დახმარებისთვის მას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.

თეგები: დავით ხიდაშელიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved