• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი შიშში ცხოვრობს. უკრაინა რუსეთის სოციალურ კონტრაქტსაც ურტყამს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:17 07-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გიორგი კობერიძე
Facebook-ზე გაზიარება
180
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ყირიმისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ობიექტების დაბომბვით, უკრაინა კრემლის მიერ 1990-ანი წლების ბოლოს შექმნილ რუსეთის სოციალურ კონტრაქტსაც ურტყამს. ეს სოციალური კონტრაქტი ასე გამოიყურებოდა: შენ იჯექი ტელევიზორთან, იცხოვრე როგორც გინდა, პოლიტიკასა და დიდ ფულს ნუ შეეხები და არც პოლიტიკა და დიდი ბიზნესი არ შეგეხება შენ. ახლა კი გამოვიდა, რომ პოლიტიკამაც მიაღწია უბრალო რუსამდე და მისმა ექსპანსიურმა ომმაც.
ამას ემატება მიგრაციაც. რუსეთში შოვინიზმი და რასიზმი ძალიან ფესვგადგმულია. ასობით ათასი შრომისუნარიანი რუსის სიკვდილმა და ფრონტის ხაზზე წასხმამ მუშახელის დეფიციტი შექმნა, რაც შუა აზიიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი ადამიანებით დაბალანსდა. რუსეთში კი ამას არავინ მიესალმება. ზოგი ამაზე წერს, ზოგიც ვიდეოს იღებს, ზოგიც აღშფოთებულია, მაგრამ ფაქტია, რომ სოციალური კონტრაქტი ამ მხრივაც დაირღვა.
მოსკოვური კონტრაქტი იმასაც ეხებოდა, რომ შეიძლება მშიერი ყოფილიყავი, მაგრამ “დერჟავა” გქონდა და შეგეძლო გეამაყა. აგერ “კრიმ ნაშ”-ს ღაღადებდნენ მშიერი მუცლებით რუსები, მაგრამ ახლა ყირიმსა და აზოვის ზღვაზე საჰაერო კონტროლის დაკარგვამ და ნახევარკუნძულზე ნორმალური ცხოვრების შეუძლებლობამ, ეგ ყველაფერი დაარღვია. ის რომ ბენზინი აღარ გაქვს და მსოფლიო დაგცინის ამაზე და შენი სახელმწიფო გემუქრება ვიდეოზე მაინც ნუ იღებ უკმაყოფილებასო, ესე იგი ყოველგვარი სიამაყე გამქრალია.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: – რუსეთი შიშში ცხოვრობს. ქვეყნის შიგნით, პროვინციებს შორის სპეციალური სამხედრო პუნქტებია მოწყობილი და ერთი ოლქიდან მეორეში გადასვლისას ხშირად გზაზე ამოწმებენ და რამდენიმე საათი შეიძლება დაგაკავონ კიდეც. შიდა დივერსიების პანიკური შიშია. ნდობა ისედაც არ არსებობდა და ახლა საერთოდ აღარ არსებობს.
რუსეთში ფულით რომ ბევრი რამის ყიდვა შეგეძლო – აღარც ეგაა ასე მარტივად შესაძლებელი. დახლების უმრავლესობაზე ჩინური პროდუქციაა წარმოდგენილი. პეკინმა ამ მხრივ ტოტალური ეკონომიკური ექსპანსია მოახდინა. დასავლური პროდუქციის დიდი ნაწილი ან აღარ შედის ან ისეთი გზებით შედის, რომ მისი ფასები გაორმაგებულია. მოსკოვისა და პეტერბურგის ელიტას კი მიუხედავად ფსევდონაციონალისტური რიტორიკისა, სინამდვილეში ყველაფერი დასავლური უყვარდა და სულაც არ უნდა ჩინური პროდუქცია. თუმცა კრემლი კი ძალიან აქტიურად პროპაგანდირებს ჩინეთს. ეს საინტერესო ტენდენციაა.
ცხადია, რუსეთში სოციალური კონტრაქტის დარღვევა ამ ეტაპზე რევოლუციას ნამდვილად არ ნიშნავს. მეტიც, რუსეთის შიგნით თუკი რაიმე ცვლილება მოხდა, ალბათ ისევ “სამეფო კარის” შიგნით მოხდება, მაგრამ ეს გარე უკმაყოფილება სწორედ წნეხს ქმნის პუტინის ირგვლივ. მე მეეჭვება რუსეთმა შეტევის ტემპი დააგდოს. პირიქით, უფრო მეტადაც რომ გაძლიერდეს საკუთარი ხალხის ხორცსაკეპში გაგზავნა და ე.წ. “ხორცის შტურმები” მოსალოდნელია (აგერ, 9 თვეა კოსტიანტინივკას უტევს), მაგრამ სიმპტომურად, სწორედ სოციალური კონტრაქტის სრული კოლაფსი ნიშნავს ფაქტს, რომ რუსეთი ახლა ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.
პ.ს. ბირთვული იარაღით მუქარა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 50-ჯერ გაისმა კრემლის წარმომადგენლების მხრიდან. ეს ყველაფერი უკვე ცივი ომისეულ “ჩინეთის უკანასკნელ გაფრთხილებას” გავს და სინამდვილეში ის ეფექტი აღარ აქვს, რაც თავიდან ჰქონდა. მე მხოლოდ ის მიკვირს, სადმე, საკუთარ ტერიტორიაზე, ბირთვული იარაღის გამოცდას რომ არ ატარებს რუსეთი. მედიური თვალსაზრისით რამდენიმე კვირა იმუშავებდა ეს, მაგრამ რეალურად მსროლელი რუსეთი არ არის. პუტინი მკვლელია, მაგრამ თვითმკვლელი არა და არც პეკინში მოუწონებენ ამას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved