უკრაინის უშიშროების სამსახურის [СБУ] განცხადება:
“ოკუპანტები ბელარუსში მდებარე ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ, ამის მიზანი კი უკრაინის თავდასხმაში დადანაშაულებაა, რათა ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალები საბოლოოდ ჩაერთონ. მტრის მორიგი პროვოკაციის მომსწრეები ვართ.
ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი რაიმე აგრესიული ქმედებები ბელარუსის წინააღმდეგ! მივმართავთ ბელარუს ხალხს – ნუ მისცემთ საკუთარ თავს საშუალებას გამოგიყენონ კრიმინალურ ომში. თქვენ ხომ არასოდეს ყოფილხართ ოკუპანტები და მკვლელები! ნუ გახდებით კრემლის გულისთვის!”.
კომენტარები