• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს და ეს უნდა გააცნობიეროს” – ტრამპის წარმომადგენელი

ალია ავტორი - ალია
00:38 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში რუსეთს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი “პუტინზეა” დამოკიდებული.

“3-დღიანი ზავი აბსურდია. პრეზიდენტ  ტრამპს სურს, სამუდამო, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ზღვაზე, ჰაერში, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდგომ გაგრძელება შეიძლება.

როცა უყურებ ყველაფერს, რაზე სამუშაოდაც უკრაინელები მზად არიან, ახლა საქმე რუსებზე, პუტინზეა დამოკიდებული.

წინა კვირას ლონდონში ვიყავით და პირობათა ფურცელი შევადგინეთ. განვსაზღვრეთ 22 ძალზე სპეციფიკური ნაბიჯი, რომლებზეც ძალიან გულწრფელი, პირდაპირი და რთული დისკუსიები გვქონდა უკრაინელებთან. ვფიქრობთ, ძალიან კარგ პოზიციაში ვართ, მათ [უკრაინელებს] ყველა მათგანი არ მოეწონათ, მაგრამ არავის მოეწონება საბოლოო პოზიცია, რომელზეც შეჯერდები. ეს ნორმალურია მოლაპარაკებებში”. – განმარტა კელოგმა.

ინტერვიუში კელოგმა ასევე მიმდინარე ომში რუსეთის ჩავარდნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს”.

“რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. რუსეთს ბოლო წლინახევრის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია. მათ ქალაქი კიევი, დედაქალაქი, არ აუღიათ. მდინარე დნეპრის დასავლეთით არ შეუღწევიათ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ოდესა არ აუღიათ. ასობით ათასი სამხედრო დაკარგეს. რეალურად არ განძრეულან, მეტრობით ხდება გადაადგილება და არა – მილებით.

უკრაინელები თავიანთ მიწაზე მტკიცედ იბრძვიან და როდესაც რუსეთი ამბობს, რომ იგებენ, ასე არ არის. რომ იგებდნენ, უკვე გამარჯვებულები იქნებოდნენ სამი წლის შემდეგ და ახლა მეოთხე წელიწადში ვართ. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი უნდა დასხდნენ და გააცნობიერონ ეს”. – თქვა მან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved