• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსებს ეშინიათ, რომ კრემლი მათ ფულს წაართმევს – “ურჩევნიათ ფული ბალიშის ქვეშ ჰქონდეთ” – მედია

ალია ავტორი - ალია
14:30 08-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

რუსეთის მოქალაქეებს ბანკებიდან დიდი ოდენობის თანხა ქეშად გამოაქვთ, რადგან ქვეყანაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კრემლმა შესაძლოა ომის დასაფინანსებლად დეპოზიტები მოითხოვოს.

Washington Post-ის ცნობით, რუსეთში მოსახლეობამ და ბიზნესმა საბანკო სისტემიდან რეკორდული რაოდენობის ფულის განაღდება დაიწყო.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აგვისტოს პირველ ორ კვირაში თითქმის 3.4 მილიარდი დოლარი (286.4 მილიარდი რუბლი) გაანაღდეს, ივლისში 7.3 მილიარდი დოლარი და ივნისში 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი.

რასაც არ ანაღდებენ, რიცხავენ – ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან მთლიანობაში 9,4 მილიარდ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

მხოლოდ წელს გამოტანილი თანხის ჯამურმა რაოდენობამ შესაძლოა თითქმის ორჯერ გადააჭარბოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს გამოტანილ თანხას, – აცხადებს ტარას სკვორცოვი, რუსეთის უმსხვილესი საცალო საფინანსო ინსტიტუტის, Sberbank-ის მაღალჩინოსანი. ცნობისთვის, შეჭრის პირველ ორ კვირაში სისტემიდან 23 მილიარდი დოლარი გაიტანა ხალხმა, ბანკებთან  მეანაბრეებისა და ბიზნესების რიგები იდგა.

„დრონები დაფრინავენ. ყველაფერი იწვის. ნერვიულობა იზრდება. და ადამიანებს ნაღდი ფული ბალიშის ქვეშ უნდათ ჰქონდეთ და არა სადღაც ბანკებში, საიდანაც შესაძლოა აღარც არასდროს დაუბრუნდეთ. ბანკები ამას არ ელოდნენ და მთელი ნაღდი ფული სხვაგან დააბანდეს, ხალხი კი მოდის და თვეში ნახევარი ტრილიონი რუბლი მიაქვს.“, – თქვა ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან.

Washington Post-ი აღნიშნავს, რომ მასობრივ პანიკას ორი მთავარი მიზეზი აქვს: უკრაინული დრონების უწყვეტი იერიშები რუსულ ენერგოობიექტებზე და შიში, რომ კრემლი ომის გაზრდილი ხარჯების დასაფარად ხალხს ანაბრებს ჩამოართმევს ან გაუყინავს.

გასულ თვეში ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა გაეუქმებინა ობლიგაციების დაგეგმილი ემისია.

შეგახსენებთ, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ბანკის, VEB-ის მთავარი ეკონომისტი, ანდრეი კლეპაჩი, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რუსეთი ვერ მოიგებს გამოფიტვის ომს უკრაინის წინააღმდეგ, სანამ კიევს დასავლეთი უჭერს მხარს. „ჩვენ ილუზიაში ვართ, თითქოს [უკრაინაში] ყველაფერი ჩამოიშლება. ასე არ მომხდარა და არც მოხდება. ამასობაში კი, ის ხარჯები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, სულ უფრო იზრდება. ეს არ არის ის ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება გინდა. თუ შეგიძლია ფულის გატანა, ამას გააკეთებ.““, – თქვა მან.

იმის გათვალისწინებით, რომ იანვრიდან ივლისამდე პერიოდის საბიუჯეტო დეფიციტმა უკვე 6,46 ტრილიონ რუბლს (76,1 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც ბევრად აღემატება მთელი წლისთვის პროგნოზირებულ 3,8 ტრილიონ რუბლს – იზრდება შიში, რომ კრემლმა შეიძლება ომის დასაფინანსებლად მსხვილი ბიზნესების შემოსავლების კონფისკაცია მოახდინოს.

„თუ მთავრობას ნაღდი ფული დასჭირდება, პუტინი უბრალოდ აქტივებს მიიტაცებს. მას არ ადარდებს“, – ამბობს გამოცემასთან რუსი ბიზნესმენი.

გარდა ამისა, „არსებობს განცდა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება აღარ არის ისეთი სტაბილური, და ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ჯობია აქ არ იყო“, – განაცხადა ფინანსთა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

ივნისში რუსეთის სახელმწიფომ მოახდინა ვადიმ მოშკოვიჩთან დაკავშირებული 7,6 მილიარდი დოლარის (550 მილიარდი რუბლი) აქტივების კონფისკაცია, მას შემდეგ, რაც მილიარდერი დააკავეს და ბრალი დასდეს ფართომასშტაბიან თაღლითობაში.

უკრაინის თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ისევე როგორც რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-საცალო ვაჭრობის კომპანიის, Wildberries-ის საწყობების ფართო ქსელზე, ასევე ურტყამს რუსი მილიარდერების შემოსავლებს.

უკრაინამ დაარტყა Wildberries-ის 20-ზე მეტ საწყობს მას შემდეგ, რაც 18 ივლისს დაიწყო კომპანიის ობიექტების მიზანში ამოღება, ისეთი თავდასხმებით, რომლებმაც, ზოგიერთი ეკონომისტის შეფასებით, გაანადგურა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი და 3 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა Wildberries-ის ინფრასტრუქტურას.

კიდევ ერთი ბიზნესმენი გამოცემასთან ამბობს:

„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს ფულის გატანას ქვეყნიდან, მაგრამ ამის გაკეთება სულ უფრო და უფრო რთულდება.“

რუსეთიდან ფულის გატანის ძირითადი არხი, საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მიმართ მთავრობის მზარდი შეზღუდვების ფონზე, მოიცავს საბროკერო ანგარიშების გახსნას მეზობელ ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში, აცხადებენ მოსკოვის ბიზნეს-ხელმძღვანელი და ფინანსთა ყოფილი მაღალჩინოსანი.

აგვისტოს დასაწყისში, მოსკოვის  მერმა, სერგეი სობიანინმა, გააკრიტიკა პარლამენტის ხისტი ხაზის წევრების მოწოდებები ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ომზე ფოკუსირების შესახებ.

„თუ თავად მშვიდობიანი ცხოვრების ეკონომიკა არ იარსებებს, არ იქნება გადასახადები, არ იქნება მოსახლეობის შემოსავალი, პოლიტიკური სიტუაცია სრულიად განსხვავებული იქნება და მაშინ ჩვენ ომშიც ვერ მივაღწევთ წარმატებას“, – განუცხადა სობიანინმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს. „ხოლო სიცოცხლის მოკვლა, სამოქალაქო ეკონომიკის მოკვლა, თავად ქვეყნის მოკვლას ნიშნავს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved