უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა :
„ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოლენევკასა და რაზდოლნოიეს დასახლებებში კიდევ ორი S-300 საზენიტო-სარაკეტო ბატალიონია განლაგებული“, – აღნიშნავს მოტუზიანიკი.
მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 12 მაისს რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები ყირიმის დასავლეთ ნაწილშიც განათავსა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა ჩრდილო-დასავლეთ ყირიმში ორი დამატებითი S-400 საზენიტო-სარაკეტო ბატალიონი განათავსეს.
კომენტარები