• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როცა მარტო გადარდეს ფულის მოპარვა, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი” – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:22 08-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,690

არაფერი მოუგვარებელი ამ ქალაქს არ აქვს, მაგრამ როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი, ასეთი დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას – ამას შევცვლით აუცილებლად 4 ოქტომბერს. 80 მილიონი ლარი და ფული, პირველ რიგში, მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრებას და ქირაში და ქუჩაში გაყვანილი ხალხის უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 11 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ 80 მლნ დახარჯა ბიუჯეტიდან ოჯახების ქირით გასაყვანად და არიან ოჯახები, რომლებიც 13-18 წელია ქირით არიან.
„მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული მხატვარი ნიკო ფიროსმანი ნამდვილად ამ ქუჩაზე ცხოვრობდა, იმიტომ ჰქვია ფიროსმანის ქუჩა. ცხოვრობდა და დაიღუპა ამ ქუჩაზე. როგორი ღირებული ქუჩაა შინაარსობრივად, შენობებიც როგორია, მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის არქიტექტურაა.
დაჰპირდა კალაძე ამ ხალხს 6 წლის წინ, რომ რეაბილიტაცია მოხდებოდა, 3 წლის წინ რეაბილიტაცია უნდა დამთავრებულიყო და შეხედეთ, აი, ესაა კალაძის რეაბილიტაცია.
ხალხს თავზე ენგრევა ყველაფერი. ერთი ვაია, რომ ავარიულ სახლში ცხოვრობ და მეორე ვუია, როცა ქირით გაგიყვანენ.
2014 წლიდან დღემდე, 11 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს, ნარმანიადან დაწყებული კალაძით დამთავრებული, 80 მლნ დახარჯა უკვე ბიუჯეტიდან ქირის ფულში. არიან ოჯახები, რომლებიც 18, 13, 15 წელია, რაც ქირით არიან.
ქირა ხან არის 300 ლარი, ხან – 500. არასაკმარისი ქირაა, უნდა დაამატო აუცილებლად. 80 მილიონ ლარად ჯამში, არის 1600 ოჯახი პრობლემა.
1600 ოჯახს 80 მილიონად მოუგვარებდი პრობლემას: ააშენებდი ახალ შენობებს ან გაამაგრებდი ამ შენობებს, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდა მერი, როდესაც ეყვარებოდა ქალაქი. მისთვის სულერთი არ იქნებოდა ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს ხალხი, გაყრილი ქუჩაში, თუ ასეთ პირობებში. კაციშვილმა არ იცის, როდის მოვა ძლიერი წვიმა და თავზე დაემხობათ შენობა,
ეს ერთი ეზო კი არ არის ასეთი, მთელი ფიროსმანის ქუჩა ასეა, მთელი ჩუღურეთი ასეა, მთელი ძველი თბილისი ასეა. უნდა გიყვარდეს ეს ქალაქი, რომ მოუგვარო, არაფერი მოუგვარებელი ამ ქალაქს არ აქვს, მაგრამ როცა მარტო გადარდეს ფულის მოპარვა, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი, ასეთი დამოკიდებულება აქვს “ქართულ ოცნებას” და განსაკუთრებით ბოტოქსებიან, აფერისტ კალაძეს.
ამას შევცვლით აუცილებლად 4 ოქტომბერს. ის 80 მილიონი ლარიც და დანარჩენი ფულიც, პირველ რიგში, მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრებას და ქირაში და ქუჩაში გაყვანილი ხალხის უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას. ამას ვპირდებით ჩვენ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
(R)
თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved