თიბისი, ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, უკვე არსებულს კი – მუდმივად ხვეწს და ავითარებს.
ამჯერად, თიბისიმ, შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს ბიზნეს ბარათებით გადახდებზე სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. კერძოდ,თიბისის ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც თიბისის ბიზნესბარათით პირველად ისარგებლებენ და 23-29 ნოემბერს, ჯამურად 2 000 ლარის გადახდებს განახორციელებენ, 500 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.
კამპანიის ფარგლებში, ქეშბექს პირველი 500 ბიზნეს მომხმარებელი მიიღებს.
სპეციალური პირობით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებიც შემდეგი ტიპის ბარათებით განახორციელებენ გადახდებს: ინდივიდუალური მეწარმეების ბიზნეს ნაკრები, იურიდიული პირების ბიზნეს ნაკრები, სტარტაპ ნაკრები, ბიზნეს, ბიზნეს პლატინა ან აგრო ბარათი. გადახდა უნდა განხორციელდეს ბიზნესბარათით, თიბისის POS ტერმინალზე ან ონლაინ, თიბისის გადახდის სისტემის გამოყენებით. (საკუთარ POS ტერმინალზე, ბიზნესბარათით განხორციელებული გადახდები კამპანიაში არ ჩაითვლება).
შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: black-friday-offer
(R)











კომენტარები