• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?” – თურქეთის ელჩი საქართველოში

ალია ავტორი - ალია
20:01 06-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

თურქეთის ელჩმა, ქ-მა ფატმან ჯერენ იაზგანმა “კვირის პალიტრასთან” დიდგორობის დღესასწაულზე თქვა:

დიდგორობის კარგად ახსნა­ რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ…

დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ – მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? – ქვეყნის გამთლიანება.

ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?
როდესაც ჩვენ ვამბობთ, მტერზე გავიმარჯვეთო, ამით მტრობას ვკვებავთ და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. თუ მტერზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განმტკიცება, მაშინ რატომ არ ვამახვილებთ ასეთ ყურადღებას სხვა ბევრ ომზე, რომლებიც საქართველოს მოუგია?
სოციალურ დონეზე ისტორიის გამოყენება იწვევს მეტ მღელვარებას და უფრო ემოციურ დამოკიდებულებას. 1000 წლის წინანდელი გამარჯვების აღნიშვნა და ისტორიის ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ მნიშვნელობას მხოლოდ წარსულს მივანიჭებთ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით არ ვცხოვრობთ. გამარჯვება ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ისე, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი­ მაშინდელი მოწინააღმდეგე და არ მივცეთ საშუალება დესტრუქციულ ძალებს, ეს პროპაგანდისათვის გამოიყენონ. დღეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის ენა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved