• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, კვირა, 28 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა არაკანონიკური ჯგუფი ეკლესიას ისაკუთრებს, სახელმწიფოს კანონიერმა ჩარევამ იქნებ უფრო მოგვცეს შედეგი, ვიდრე გვიანი არ არის – ვარლამ ხათრიძე

ალია ავტორი - ალია
17:21 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11

თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„მეამბოხეთა“ საქმე – გზა სქიზმისკენ…

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები საეკლესიო და საერო სამართლის ჭრილში.

პროცესების განვითარების მოკლე ექსკურსი:

საიდან დაიწყო ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) „შინაგანი ამბოხი“ ზუსტი ათვლის წერტილი შეიძლება დღეს თვითონაც ვერ გაიხსენოს. ფაქტი კი ერთია ეს არ იყო 2019 წლის 31 ოქტომბერი, როცა წმინდა სინოდის სხდომაზე ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ შეურაცხყოფა მიაყენა და ცილი დასწამა საქართველოს პატრიარქს. სინოდის რეაქციაც ადექვატური აღმოჩნდა, რომლის განჩინებით ის გადაყენებული იქნა ჭყონდიდელობიდან (მოციქულთა კანონი 55), აეკრძალა მღვდელმოქმედება და მოსანანიებლად გამწესდა მონასტერში. ეპარქიის დროებითი მართვა კი ეპისკოპოს გრიგოლს (კაცია) დაეკისრა.

მართალია ყოფილი მიტროპოლიტი არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას თუმცა საეპარქიო რეზიდენცია დატოვა. განჩინების მიუხედავად ცილისწამების გზას არა თუ უღალატა, არამედ წარმოსახვის ნიჭი გამოავლინა და ფაქტები ისე განავრცო, რომ მისი ხელდასხმული მღვდელმსახურებიც კი თავის სასარგებლოდ აქტიურობისკენ განაწყო. ამით მათ დათვური სამსახური გაუწია. ყოფილი მიტროპოლიტისთვის ასევე მიუღებელი, განსაკუთრებული გაღიზიანების და აქტიურობის გაზრდის მიზეზი აღმოჩნდა 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება, რომლითან ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა. მიტროპოლიტი სტეფანე ჩავიდა ჭყონდიდში და დაიწყო კიდევაც ამბოხი ყოფილი მმართველის მიერ ხელდასმული სასულიერო პირების მხრიდან. მათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ახალ მიტროპოლიტს თუმცა არ დატოვეს ეპარქია და დაიწყეს თვითნებური მოქმედება. მეტიც, მათ შეწყვიტეს პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება და მმართველ ეპისკოპოსს არ მისცეს საეკლესიო რიტუალების შესრულების შესაძლებლობა. ამის გამართლებას სხვადასსხვა არაკანონიკური მიზეზებით შეეცადნენ. მათ ასეთ მოქმედებებს შედეგად მოჰყვა მათთვის მღვდელმოქმედების აკრძალვა და განკვეთა…

კანონიკურია:

წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ____ მიტროპოლიტ პეტრეს ეპარქიის მმართველობიდან ჩამოშორების, მღვდელმოქმედების შეჩერების და მოსანანიებლად მონასტერში გამწესების შესახებ (რომელიც მეუფე პეტრემ არ შეასრულა).

კანონიკურია:

ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილება ____ დაუმორჩილებელი (მეამბოხე) სასულიერო პირების მღვდელმოქმედების შეჩერების და განკვეთის თაობაზე.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე ის სასულიერო პირები, რომლებიც არ ეთანხმებიან წმინდა სინოდის და მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას არის ცდომილებაში მყოფნი. საწინააღმდეგო მსჯელობები და აზრთა წეაღსვლები უსუსური მცდელობაა კანონიკურად წარმოაჩინონ საკუთარი მცდარი მოქმედებები, მოკლებულია საღ აზრს და მოგონილია თავის გამართლების მიზნით.

ნებისმიერი ბრალი, რომ მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ამას არამარტო საერო სამართალი არამედ, საეკლესიო სამართალიც განსაზღვრავს. სხვაგვარად ნათქვამი ყველაფერი სიცრუეა, ცილისწამებაა. ასევე საერო და საეკლესიო სამართალწარმოების დროს განსაზღვრულია პროცედურები, მოქმედების თანმიმდევრულობა, რომლის დაცვა და შესრულება აუციებელი პირობაა. ეს, რომ სხვაგვარად იყოს ქაოსს ვერ ავცდებოდით.

რაც შეეხება ხშირად წარმოთქმულ მოსაზრებას ჩვენთან საეკლესიო სასამართლოს არქონის თაობაზე განვმარტავ, რომ ეს ფუნქცია შეთავსებული აქვს წმინდა სინოდს და კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში საეკლესიო საქმის წარმოება შეიძლება განახორციელოს წმინდა სინოდის განჩინებით შექმნილმა კომისიამ. რადგანაც სინოდის კრება ეს არის უმაღლესი (საკასაციო) ორგანო ეკლესიის წიაღში, რომელსაც საეკლესიო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების რევიზია შეუძლია. აქედან გამომდინარე, საქართველოში საეკლესიო სამართლის აღსრულება ეკლესიის წიაღში სრულად შესაძლებელია.

საეკლესიო სასამართლოს ფუნქციონირება წმინდა წერილის გარდა ეფუძნება დიდ სჯულისკანონს, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ არის მიღებული და დამტკიცებული.

მეამბოხე სასულიერო პირთა საქციელი, რომ ისინი ლოცვასა და წირვაზე არ იხსენიებენ ქვეყნის პატრიარქს, არ ემორჩიებიან მოქმედ მღვდელმთავარს, არ სცნობენ დიდი სჯულისკანონს და მას თავისი ინტერპრეტაციებით განმარტავენ, არად აგდებენ საქართველოს ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას (1995 წ.), ემსგავსება სქიზმას.

ერთი რამე ავიწყდებათ სქიზმაში მყოფებს, რომ ისინი მსოფლიო მართმადიდებლობის კანონიკური ნაწილი ვერ იქნებიან.

ახლა მოგახსენებთ ზემოაღნიშნული „ამბოხის“ დროს საეკლესიო სამართლის პარალელურად როგორ შეიძლება ამოქმედდეს საერო კანონი. ამ შემთხვევაში ვხედავთ ეს სავალდებულოცაა.

რადგანაც დაგვავიწყდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მოხდა კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც კონკორდატის სახელითაა ცნობილი (2002 წ.), რომელიც საქართველოს კანონთა იერარქიაში მეორე ადგილზეა და პირველობას მხოლოდ კონსტიტუციას უთმობს. კონკორდატის შემდეგაა საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება და ორგანული კანონი. ეს კონკორდატის მნიშვნელობის წარმოჩენის გამო დავწერე არაიურისტისთვის, რომ იყოს გასაგები.

კონკორდატში ვკითხულობთ:

მუხლი 1.1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოკიდებულების პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

(ამ ვითარებაში სად ჩანს ეს თანამშრომლობა)

მუხლი 7.1 სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

(ირღვევა თუ არა ეს ნორმა —-

როცა ოფიციალური ეკლესიისგან მიჩნეული არაკანონიკური ჯგუფი ეკლესიას ისაკუთრებს, ახდენს ტაძრის ჩაკეტვას, მოქმედ მღვდელმთავარს და მრევლს იქ არ უშვებს, ეკლესიაში და მის ტერიტორიაზე ხელს უშლის მათ თავისუფლად გადაადგილებას, შესაბამისად რელიგიური რიტუალის შესრულება ვერ ხდება).

ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ვკითხულობთ

მუხლი 155

1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა ისჯება

●ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე

●ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე

●ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვხედავთ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ქმედებას, რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთნება. დაანააშააუულს….

გვაქვს თუარა საქმე დანაშაულის ერთობლიობასთან ამ და სხვა საკითხებზე ძალოვანმა უწყებებმა უნდა იმსჯელონ. შემდეგ გამოჩნდება რეალური დანაშაულის ამსრულებელი, დანაშაულში მონაწილე, თანამონაწილე, მოტივიც და მიზანიც.

ასე, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრევენციის მიზნით (ვიდრე გვიანი არ არის) რადგანაც წახალისებული ჯგუფი ეკლესიის ჰუმანიზმს სისუსტედ განიხილავს სახელმწიფოს კანონიერმა ჩარევამ იქნებ უფრო მოგვცეს შედეგი.”

თეგები: ვარლამ ხათრიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023
“ქართული მარშის” წევრები ჩოხატაურში არ შეუშვეს – რას წერს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

,, ჩემნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა უნდა ვამხილოთ ეს ფარისევლები” – ვის ასახელებს სანდრო ბრეგაძე

00:24 05-28-2023
„მე არ ვიცი, იყიდა ეს აქცია ივანიშვილმა, ისესხა, თუ დააშინა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია…“ – რას უყვებიან „ალიას“
ახალი ამბები

„სწორედ ამ დროს აამუშავა პუტინმა თავისი სატელიტი ივანიშვილი“ – გიორგი გუგავა

17:52 05-24-2023

ბიზნესი

რა მოხდა გორგიაში 26 მაისს
ახალი ამბები

რა მოხდა გორგიაში 26 მაისს

18:47 05-26-2023
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ახალი ამბები

PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

10:54 05-26-2023
თიბისი Junior Tech – ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი Junior Tech – ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია

15:40 05-25-2023
,,მომავალი ჩვენია“ – თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ახალი ამბები

,,მომავალი ჩვენია“ – თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

12:10 05-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved