რომის პაპმა ფრანცისკემ სან ჯოვანის ბაზილიკაში დღეს დაგეგმილ ლიტურგიაში მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მატეო ბრუნიმ განაცხადა.
„დღეს დილით რომის პაპი ლიტურგიაზე არ წავიდა. მან შეუძლოდ იგრძნო თავი და ვატიკანის ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა “, – განაცხადა მან.
პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ პონტიფექსი დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს დაესწრება.
კომენტარები