• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ოთახის მოწყობა მოითხოვს ყველაზე დიდ დროს?

ალია ავტორი - ალია
16:20 09-04-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

სარემონტო სამუშაოების წარმართვაში დროის მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დაგეგმვა პროცესის კონტროლში გეხმარება. ცხადია, ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, მაგრამ შეგიძლია, დაახლოებითი მონახაზი შეადგინო. ეს მთლიანი რემონტის ხანგრძლივობაზე შეგიქმნის წარმოდგენას. 

 

დროითი ხაზის გაწერისას ჩნდება კითხვა, რომელი ოთახის მოწყობა მოითხოვს ყველაზე დიდ დროს. ჩვენი რჩევები გეგმის სრულყოფაში დაგეხმარება. ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვს. რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ყველაფერი ექსცესების გარეშე ჩაივლის და სულ მალე შენი ოცნების სახლში იცხოვრებ. 

გასათვალისწინებელი ფაქტორები

სანამ თითოეული ოთახის მოწყობის სპეციფიკასა და სირთულეებს განვიხილავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ უნდა დაგვავიწყდეს. რემონტის დროს ყველაფერი მეტწილად შენივე პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. ის, თუ რა დრო სჭირდება ოთახის მოწყობას, განპირობებულია მისივე ზომით, შენთვის სასურველი დიზაინითა და ბიუჯეტით. 

მისაღები ოთახის მოწყობასთან დაკავშირებული სირთულეები

როგორც წესი, სახლში ყველაზე დიდ ყურადღებას მისაღები ოთახი იმსახურებს. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, სტუმრებს იღებენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებენ. შესაბამისად, მის მოწყობაზე ბევრს ფიქრობენ და დროც მეტი იხარჯება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ოთახის ზომაც. დანიშნულებიდან გამომდინარე, ამ ოთახს ყველაზე დიდი არეალი ეთმობა, რაც რემონტის ხანგრძლივობაზეც აისახება. 

მისაღები ოთახის მოწყობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

  • განათება
  • იატაკი
  • ავეჯი
  • სათავსოები
  • აქსესუარები
  • პერსონალური ნივთები
  • ბალანსი და პროპორცია

რა დროს მოითხოვს სამზარეულოს მოწყობა

როცა საქმე სამზარეულოს მოწყობას ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარეა. ამ შემთხვევაში, დროითი რესურსი ძირითადად ტექნიკის შერჩევაზე იხარჯება. დროის დაზოგვის მიზნით, სამზარეულოს ტექნიკა შეგიძლია ელექტრონულად შეარჩიო, სადაც სხვადასხვა ბრენდის დანადგარები ერთ სივრცეშია მოქცეული. 

რა დროში შეძლებ კომფორტული საძინებლის მოწყობას

საძინებლის მოწყობას მისაღებ ოთახთან და სამზარეულოსთან შედარებით ნაკლები დრო სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი. მყუდრო გარემოს შესაქმნელად საჭიროა თბილი ტონების არჩევა, მათი შეხამება, კომფორტული საწოლის არჩევა, ოთახის სათავსოებით შევსება და კიდევ ბევრი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება. 

რა დრო სჭირდება აბაზანის მოწყობას

ოთახის მცირე ზომის მიუხედავად, აბაზანის მოწყობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვთ. კაფელის, ტექნიკისა და აქსესუარების შერჩევის გარდა, ამ შემთხვევაში სივრცის ოპტიმალურად ათვისებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

შეჯამება

სარემონტო სამუშაოებს, როგორც წესი, დიდი აურზაური მოჰყვება. პროცესის მართვა უსიამოვნო სიურპრიზებს აგარიდებს თავიდან. იმისთვის, რომ ბინაში გადასვლა წინასწარ დათქმულ ვადებში შეძლო, საჭიროა დროის მენეჯმენტი.

 

ხშირად ყველაზე ხანგრძლივ სამუშაოდ მისაღები ოთახის მოწყობას განიხილავენ, თუმცა რეალობაში ყველაფერი ბინის სპეციფიკასა და შენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელსაც შეგიძლია, მიჰყვე. 

 

ოთახის ზომა, დიზაინი და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა გარეშე სარემონტო სამუშაოების ხანგრძლივობაზე მსჯელობა შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით კი, ოთახის მოწყობისთვის საჭირო დროს მეტწილად შენი სურვილები და რესურსები განაპირობებს.  

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved