• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ ქვეყანას მოუხადა საქართველოს პრემიერმა ბოდიში? – უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:32 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
669

“ლელოს” წევრი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  ხათუნა სამნიძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:

“2012-2016 წლებში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ პოზიციებით რუსები იყვნენ ძალიან შეშფოთებულ-აღშფოთებულები, თუმცა პუტინისთვის ბოდიშის შესახებ არაფერი მსმენია.

ეს ჩვენამდე აღწევდა კარასინი ხაზით. კარასინს ჰქონდა ნათქვამი, რომ ირაკლი ალასანია, მინისტრი ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე უფრო რადიკალურ პოზიციებს იკავებენ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა, ღიად გაცხადებული და რუსებს ეს რომ არ მოსწონდათ, არ გვიკვირდა.

რაც შეეხება ფორმატით ჩვენამდე მოღწეულ ინფორმაციას, ჩვენამდე ისიც აღწევდა, რომ აბაშიძე ამ საკითხებზე უმეტესად საკადრის პასუხს სცემდა კარასინს.

რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პუტინთან ბოდიში შეეთვალოს, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ ტიპის საუბრის არც თანამონაწილე ვყოფილვარ და საერთოდ, პუტინთან ბოდიშის თემა გაუგებარი მოვლენაა.

ერთადერთი, მობოდიშების თემა მახსენდება არა რუსეთის და რუსეთის ლიდერს მიმართ, არამედ ეს ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს. საპარლამენტო ასამბლეაზე, უფლებების დარღვევის თაობაზე რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. მაშინ იყო ასეთი ნათქვამი, რომ არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ივანიშვილს ჩვენი პოზიციის გამო. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და პოზიციონირება არ უნდა შევცვალოთ. ასამბლეაში რეზოლუციისთვის ჩვენი მხრიდან ხმის მიცემის შემდეგ, გამოთქმული იყო უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერის მხრიდან მობოდიშება მოჰყვა და ეს მე ვიცოდი“

“ივანიშვილმა გვითხრა, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო” – სამნიძე

თეგები: დავით უსუფაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved