გადაუდებელი სამიუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაცია კომპანია GWP ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში – ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N22- თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 03:00-დან 12:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: იყალთოს გორის, ლიხაურის, ნატახტარის, ქარელის, ტუსკიას, ბაკურციხის, წინაუბნის, ტეხურის N31-39 ; 24-34 , ბაკურიანის, დოლიძის N47 – 143 N60 – 144
გლდანის რაიონში – ზარზმის ქ. N17 -ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ზარზმის, ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის N 1-23 (კენტებს) ილორის ქ. N13-თან ქსელზე დაზიანებაა.
კომპანიის ცნობით, დღესვე 25 იანვარს, ვაკის რაიონში – წყნეთი, ნუშის ბაღების ქ. N1-თან გეგმიური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 12:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ნუშის ბაღების და დიმიტრი ბათიაშვილის ქუჩებს.
კომენტარები