• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ პაციენტებს გადაიყვანენ ბოქსირებული პალატებიდან აბასთუმანის კარანტინში?

ალია ავტორი - ალია
02:30 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„ისეთი ინფიცირებულები, რომელთაც კორონავირუსის სუსტი დადებით პასუხი აქვთ, აბასთუმანში გადავლენ სამკურნალოდ.“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ არხზე, „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკურორტო ზონა იქნება აბასთუმანი, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჯერ საკარანტინე და შემდეგ ცხელების ცენტრი. გარემო პირობებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეფექტური იქნებოდა პაციენტის ჯანმრთელობისთვის იქ განთავსება.

შემდეგ დღეებში ველოდებით ისეთი პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გაგრძელდა 14 დღეზე მეტხანს, არ აქვთ კლინიკური ნიშნები, აქვთ სუსტი დადებითი პასუხი ვირუსის ტესტზე და სჭირდებათ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობა“

“ალია” – შესაბამისად, მინისტრის განცხადება ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს, რომლებსაც მართალია სუსტად გამოხატული, მაგრამ, ჯერ ისევ აქვთ ვირუსი, გამოიყვანენ ბოქსირებული პალატიდან და გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში, რომელიც არ არის ბოქსირებული.

ბოქსირებულ პალატაში პაციენტები გადადების თავიდან ასაცილებლად არა გვყავს? მხოლოდ წამლის დასალევად გვყავს გამომწყვდეულნი?

პაციენტი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს ვირუსი, განა აღარ არის მისი გადამტანი? აღარ არის გადამდები?

კლინიკებში დაირღვა ნორმები და რამდენიმე ათეული ექიმია დაინფიცირებული! კარანტინის პერსონალი ასეთი გადამზადებულია, რომ დაავადებულ პაციენტებს მიხედონ და თავიც სწორად დაიცვან?

კარგია, ძალიან კარგია აბასთუმანში პაციენტების გადაყვანა რეაბილიტაციისთვის, მათთვის სუფთა ჰაერი და მზის სხივი აუცილებელია, ოღონდ ჯერ ხომ არ სჯობდა, რომ ბოქსირებული პალატები მოგეწყოთ? განცალკევებული ვენტილაციის სისტემით, მომზადებული პერსონალით?

ძალიან კარგია, თუ ადამიანი, რომელსაც ვირუსი ჯერ კიდევ აქვს, თუნდაც მცირედ დადებითად, თუ ისე ნაკლებ საშიშია, რომ კარანტინში შეგვიძლია მკურნალობა. ე.ი. საქართველოში ვირუსი მართლა სუსტად მიდის და შეზღუდვების მოხსნასაც მალე დავიწყებთ.

აქვე, იმათთვის, ვინც იტყვის რომ სახლშიც მკურნალობენ პაციენტებს – კი და როგორც წესი, ერთ სახლს მეორე სახლთან საერთო სავენტილაციო სისტემა არა აქვს, განსხვავებით საკარანტინე სივრცისა და სახლში მედ. პერსონალი მხოლოდ მაშინ მიდის, როცა ღმერთმა არ ქნას და სიტუაცია გართულდება და არა დღეში სამჯერ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved