• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ორშაბათი, 30 იანვარი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ჟურნალისტს ეს არ გაინტერესებთ?”; “გგონიათ ანზორ მელიას ვეფარები? წავიდა და წავიდა…” – ტრაპაიძე და ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:52 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,174

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ტვ პირველზე, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წევრების რეგიონებიდან, საკრებულოებიდან ფოტოებით მივიდა და აცხადებდა, რომ სწორედ ისინი უნდა იყვნენ ქვეყნის და პარტიის მომავალი. ინტერვიუს მსვლელბისას, მცირე დროით, როლები შეიცვალა და ლევან ხაბეიშვილი უსვამდა წამყვანს კითხვაბს:

ლევან ხაბეიშვილი:

-მოდი, ერთ კითხვას დაგისვამთ.

დიანა ტრაპაიძე:

-მე მისვამთ კითხვას? როლები შეიცვალა?

ლევან ხაბეიშვილი:

-ამდენ კითხვას რო მისვამთ, გუშინ ნუგზარ წიკლაური ხომ გყავდათ ეთერში, რატომ არ ჰკითხეთ, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია რომ მოვიდა კანცელარიასთან, რომელ აქციაზეც მიშა სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი იყო ერთ–ერთი სპიკერი და ამ დროს ანზორ მელია მოვიდა და თქვაო, ესო არისო, ივანისვილის… ნიკა მელიას მომხრეები რომ დადიან ეთერებში, გიკითხავთ, ეთანხმებიან, თუ არა ანზორ მელიას ამ განცხადებას?

დიანა ტრაპაიძე:

–რა თქვა ანზორ მელიამ?

ლევან ხაბეიშვილი:

-არ იცით რა თქვა? რომ ხაბეიშვილის აქცია არის ივანიშვილის მართულიო, არ გაგიგიათ?

დიანა ტრაპაიძე:

-რაღაც მოღალატე ხაბეიშვილიო, ესეთს მოვკარი ყური და…

ლევან ხაბეიშვილი:

-გიკითხავთ ნუგზარ წიკლაურისთვის, ან ბაჩო დოლიძესთვის, ან ნიკა მელიასთვის თუნდაც…

დიანა ტრაპაიძე:

-რომ?

ლევან ხაბეიშვილი:

-რომ ეთანხმებიან თუ არა ამ მოსაზრებას.

დიანა ტრაპაიძე:

-ანზორ მელიას მოსაზრებას? ლევან ხაბეიშვილი არის თუ არა მოღალატე?

ლევან ხაბეიშვილი:

-არა მარტო ხაბეიშვილი, იქ ჩამოთვალეს, კირკიტაძე, ბოტკოველი…

დიანა ტრაპაიძე:

-როცა სტუმრად მეყოლებიან, რა კითხვასაც გადავწყვეტ იმ კითხვას დავუსვამ.

ლევან ხაბეიშვილი:

-მე მაქვს კითხვა ქალბატონო დიანა, თქვენ უსვამთ თუ არა ამ წვავე კითხვებს მათ? მათი პასუხი არ გაინტერესებთ?

დიანა ტრაპაიძე:

-ანზორ მელია როგორ გაფასებთ თქვენ, ეს არის მთავარი კომპრომატი ნიკა მელიასთან დაკავშირებით?

ლევან ხაბეიშვილი:

-რა შუაში, ეს ვთქვი ახლა მე? როგორც ჟურნალისტს არ გაინტერესებთ? იმდენი ეთერი გავიდა…

დიანა ტრაპაიძე:

-სად ვნახე ნიკა მელია ჯერ ერთი და თქვენ ვერ განმისაზღვრავთ კითხვებს…

ლევან ხაბეიშვილი:

-არ გისაზღვრავთ, იმიტომ მოვედი, რომ მწვავე კითხვას დამისვამთ, მაგრამ ნახევარი საათი რომ ვანო მერაბიშვილზე მელაპარაკებით, რომელიც საერთოდ არ არის საჯარო პოლიტიკაში ჩართული, ამ დროს ანზორ მელია…

დიანა ტრაპაიძე:

-ცხრა წელზე თუ ხართ პასუხისმგებელი, დღევანდელი თქვენი თანაგუნდელების განცხადებებზეც ხართ პასუხისმგებელი.

ლევან ხაბეიშვილი:

-არ გაქვთ პასუხი?

დიანა ტრაპაიძე:

-მე რატომ უნდა მქონდეს, თქვენ უნდა გქონდეთ პასუხი.

ლევან ხაბეიშვილი:

-მაყურებელს არ აინტერესებს ობიექტური შეფასება რომ გააკეთოთ? თქვენ არ დაგაინტერესათ არასდროს ანზორ მელიამ…

დიანა ტრაპაიძე:

-ანზორმა რატომ მოგიხსენიათ ცუდად, ეს ვკითხო ნიკა მელიას? ჩავინიშნავ…

ლევან ხაბეიშვილი:

-თქვენი აზრით, არ უნდა ჰკითხოთ? მაყურებელმა არ უნდა იცოდეს? მე მელაპარაკებით ვანო მერაბიშვილზე ნახევარი საათია და…

დიანა ტრაპაიძე:

-ანზორ მელია პოლიტიკაშია?

ლევან ხაბეიშვილი:

-ზუგდიდის მერობის კანდიდატი იყო, უკაცრავად.

დიანა ტრაპაიძე:

-კი იყო, მახსოვს, მაგრამ ახლა მერე წავიდა და წავიდა.

ლევან ხაბეიშვილი:

-არ გამოვა ახლა ესე რა, არ გამოვა.

დიანა ტრაპაიძე:

-თქვენ ახლა გგონიათ რომ მე ანზორ მელიას ვეფარები?

ლევან ხაბეიშვილი:

-მე არ ვიცი რას აკეთებთ მაგრამ მეუბნებით, პოლიტიკაშია ანზორ მელიაო? ჩემზე უკეთ არ იცით, პოლიტიკაშიც არის, კანცელარიასთან აქციაზეც იყო, მერე მოვიდა, გაგვლანძღა და მშვიდობის ხიდზე ჩავიდა და ვანო მერაბიშვილი არ არის საჯარო პოლიტიკაში. ნახევარი საათია მასზე მელაპარაკებით. ოღონდ, კიდევ ერთხელ  გეუბნებით, ნაციონალური მოძრაობის და ამ ქვეყნის მომავალი არც დავით კეზერაშვილია, არც ვანო მერაბიშვილია, ამ ქვეყნის მომავალი არიან ახალგაზრდები. ამ ხალხზე მალაპარაკეთ, მასაუბრეთ ამ ადამიანებზე. ნახვარი საათი ცდილობთ ვანო მერაბიშვილზე მელაპარაკოთ, მე მინდა გელაპარაკოთ ახალგაზრდებზე. მინდა გელაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, რუსულ ოცნებაზე, მაგრამ თქვენ ამ თემიდან არ გადახვედით. ამიტომ გამიჩნდა კითხვა, ბაჩო დოლიძესაც, ნუგზარ წიკლაურსაც რატომ არ ჰკითხეთ…

დიანა ტრაპაიძე:

-ანზორ მელიაზე კითხვით რა შედეგს მივიღებდი არ ვიცი, თუ გინდათ ეთერის მერე ვილაპარაკოთ ამაზე.

 

 

 

 

 

თეგები: ანზორ მელიადიანა ტრაპაიძევანო მერაბიშვილილევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

13:36 01-27-2023
თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

11:46 01-27-2023
ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

18:46 01-26-2023
Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი –  დაბრუნება“
ახალი ამბები

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

14:18 01-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved