• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი

ალია ავტორი - ალია
09:50 09-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე გუშინ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე ჯიქიას სახელობის სასაფლაოსთან მდებარე სარიტუალო დარბაზში გაიმართა მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ მას ეკლესიურად წესი არ აუგეს.

აღნიშნულს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი. როგორც ის წერს, „ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაცვლილისთვის ე.წ. წესის აგებამ ასეთი მცდარი მნიშვნელობები შეიძინა საზოგადოებაში“.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ერთი მხრივ, ზოგიერთისთვის ეს წესი ადამიანის ცხონების ან წარწყმედის გარანტიასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, უკვე მერამდენედ, მისი ნიშნის მოგებით გამოყენება ხდება – ,,რომ არ გვიჯერებდით, ვერ მიიღებთ” პრინციპით.

,,წესის აგება” ის საეკლესიო ლოცვითი წესია, რომელსაც ეკლესიის ტრადიციით, მღვდელი აღასრულებს გარდაცვლილი ქრისტიანი ადამიანისათვის.

რეალურად, ერთადერთ შემთხვევაში ხდება შეუძლებელი, ეკლესიამ გარდაცვლილს წესი აუგოს, თუ კი ამ უკანასკნელმა სიცოცხლეში დაგმო ქრისტიანობა და ასე ვთქვათ, უარი უთხრა ღმერთს პირდაპირ და ცხადად, არა რომელიმე, თუნდაც დიდი ცოდვით, სავალდებულო ჯარისთვის თავის არიდების მიზეზით აღებული საბუთით და ა.შ.

ასევე, არ არსებობს წესის აგება ან მოხსენიება სქესის მიხედვით განსხვავებულად, მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება ბევრი პრობლემა აქვს სქესთან, გენდერთან, თანასწორობასთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსი ნამდვილად არა.

შესაბამისად, ეს, ასე ვთქვათ, უხერხულობაც საერთოდ არ დადგებოდა ეკლესიისთვის წესის აგების შემთხვევაში.

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და
„ჩემ დას ყოველთვის უნდოდა, გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა.

ნებისმიერ მღვდელს, რომელსაც სამრევლოში უმსახურია, აუცილებლად ექნებოდა შემთხვევა, როდესაც ლიტურგიისას, პანაშვიდისას, სხვადასხვა ლოცვისას მოუხსენიებია ისეთი სახელი, რომლითაც შეუძლებელი ყოფილა სქესის გარკვევა, თუმცა ეს პრობლემას, რა თქმა უნდა, არასდროს წარმოადგენს.

ამ დეტალებს ვწერ არა ტრანსფობიური განწყობით, არამედ იმიტომ, რომ მსურს, ცხადად განვმარტო, რამდენად მარტივად იყო შესაძლებელი ეკლესიის მხრიდან წესის აგება ყოველგვარი უხერხულობების გარეშე.

როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის.

მე მგონია, რომ პავლე მოციქულმა უკეთ იცის, რა ხდება ღვთის სამყოფელში:

,,26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.

27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.

28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.” (გალატელთა 3)“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved