ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე:
“როგორც ფოთელი, შეურაცხყოფილი ვარ, რომ პრემიერს ფოთის უღრუბლო ტურისტულ მომავალზე სიტყვა არ დასცდენია.
არადა, თუ ამ ქვეყანაში რამეს ტურისტული პოტენციალი აქვს, კოლხეთის ეროვნული პარკიცაა. ცოტა ხნის წინ იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსიც მიანიჭა.
კოსტა რიკას მაგალითის შესწავლა მაინც დაავალოს რომელიმე თანაშემწეს. ჩიტებზე დამკვირვებელი ტურისტებით ცხოვრობს ქვეყანა. ამ კონტინენტის ყოველი მე-8 გადამფრენი ფრინველი კოლხეთში ისვენებს.
წარმოიდგინეთ, ხო, რამდენ ჩიტზე შეიძლება დაკვირვება?!
მაღალი სასტუმროებით და მათი მარჩენალი კაზინოებით რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ამოვწურეთ, უკვე.
თუმცა, ბირდვოჩინგი კი არა, ქიზიყელ ადამიანს გუშინ ზრდასრული მამაკაცის მეგრულად გალანძღვა უნდოდა და ისეთი სიტყვა ათქმევინეს, ჭეშმარიტი მეგრელები მამრობითი სქესის მიმართ საერთოდ რომ არ იყენებენ. მოსაფარებელი და ფუმფულა კონოტაცია რომ აქვს – ეგ ცალკე ამბავია.”
კომენტარები