• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია საბრძოლო ვითარება უკრაინაში სამი მაისისთვის – ომის კვლევის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
17:34 05-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მაღალჩინოსნების ცნობით, რუსეთი სამხედრო მობილიზაციას 9 მაისს გამოაცხადებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსეთი გაჭიანურებული დაპირისპირების, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომის, ლეგიტიმაციას ცდილობს.

უკრაინის ქვედანაყოფების კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგდნენ. უკრაინის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა 2 მაისს Staryi Saltiv-ზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის კონტრშეტევებმა, შესაძლოა, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციები შეავიწროვოს. ამ მოცემულობამ, შესაძლოა, რუსებს დილემა შეუქმნას – გააძლიერონ პოზიციები ხარკოვის მახლობლად თუ ქალაქის საარტილერიო ზოლში დაკარგონ თავიანთი პოზიციები.

რუსეთმა, შესაძლოა, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მარიუპოლისა და მიმდებარე ტერიტორიების გაერთიანება მოისურვოს. ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. “ფილტრაცია” მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებასა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედროებში გაცვალონ.

რუსეთმა, შესაძლოა, მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ მათ რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეეძლებათ. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს NATO-ზე. რუსეთი, შესაძლოა, დნესტრისპირეთის უკრაინის ომში ჩართვას აპირებს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმებისა და დაბომბვის მიზნით.

  • ევაკუაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა საჰაერო, საარტილერიო და სახმელეთო შეტევები განაახლეს.
  • ოკუპანტები დონეცკ-ლუგანსკის მიმართულებით გადაჯგუფებას განაგრძობენ.
  • უკრაინის ქვედანაყოფების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მოშორებით განლაგდნენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ოდესის მახლობლად და დნესტრისპირეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე სადაზვერვო ოპერაციები გააძლიერეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და “მობილიზებული” უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

თეგები: ომის კვლევარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved